- „რაც არ უნდა გააკეთო, სადაც არ უნდა წახვიდე, შენთან გალაქტიკის იმედი იქნება.“
- ―ლეია ორგანას საუბარი რეისთან
რეი სკაიუოკერი იყო ძალისადმი მგრძნობიარე ადამიანი, რომელიც ახალი რესპუბლიკის ეპოქაში წინააღმდეგობის რიგებში პირველ ორდენს ებრძოდა. მან არაფერი იცოდა საკუთარი წარმოშობის შესახებ — ის, რომ სინამდვილეში იმპერატორ შივ პალპატინის შვილიშვილი იყო და საკუთარ თავს უბრალოდ რეის უწოდებდა, დარწმუნებული იყო რა, რომ თავად უმნიშვნელო პიროვნებას წარმოადგენდა. აღზრდილი ჯაკუს მცაცრ უდაბნოებში, რეი თავს ჯართის შემგროვებლის საქმიანობით ირჩენდა, თუმცა აგრეთვე იყო ნიჭიერი მექანიკოსი, პილოტი და ხელჩართულ ბრძოლაშიც გაიწაფა. როდესაც მიხვდა, რომ ძალასთან რაღაც კავშირი ჰქონდა, გადაწყვიტა, დაუფლებოდა ჯედაების ცოდნას, თუმცა, ამავე დროს, ცდილობდა, მეტი გაეგო პირველი ორდენის უზენაეს მეთაურ კაილო რენთან მისი უცნაური კავშირის შესახებ.
რეი დაიბადა იავინის ბრძოლიდან 15 წელს. იგი ჯაკუზე მშობლებმა, დათანმა და მირამირმა დატოვეს, რომლებმაც გადაწყვიტეს, გოგონას ასე დაეცვათ, რათა პალპატინის იგი არ ეპოვნა. წლების შემდეგ გოგონამ გადაარჩინა დროიდი BB-8 და ასე მოხვდა წინააღმდეგოპბაში, ჩაება რა პირველ ორდენთან დიდ ომში. ფინის, ჰან სოლოს და ჩუბაკას გაცნობით იგი ჩაება კონფლიქტში, რომელიც უფრო გამძაფრდა ახალი რესპუბლიკის განადგურებით. იგი გაემგზავრა ლუკ სკაიუოკერის საპოვნელად, სწამდა რა, რომ ოსტატი ჯედაი გალაქტიკას იმედს დაუბრუნებდა. თუმცა, მოგზაურობამ იმედგაცრუება მოუტანა. მიუხედავად ამისა, იგი ეძებდა საკუთარ გზას. თავდაპირველად მან სცადა სკაიუოკერს ჩამოშორებული დისწულის, კაილოს გადარჩენა. ლუკის მიერ წინააღმდეგობის გადარჩენის და თანგანწირვის შემდეგ იგი გახდა უკანასკნელი ჯედაი.
იმპერატორ პალპატინის გამოჩენის შემდეგ რენმა რეის უამბო მშობლების შესახებ და რეის შესთავაზა გალაქტიკის მასთან ერთად მართვა. მას შემდეგ, რაც აღესრულა რენის დედა, გენერალი ლეია ორგანა, რეი დროებით დაბრუნდა პლანეტა აქ-ტოზე, სადაც შეხვდა ლუკის აჩრდილს, რეი კვლავ ჩაება ბრძოლაში, ჩავიდა რა ეგზეგოლზე და პირისპირ შეხვდა თავის ბნელ წინაპარს, რომელმაც მისი ძალის ბნელ მხარეს მოქცევა სცადა. ყოფილი იმპერატორის გეგმები ბენმა (ყოფილმა რენმა) ჩაშალა, რომელიც ნათელ მხარეს დაუბრუნდა. მაგრამ მასთან ერთობლივი ძალებით ბრძოლისას ბენმა და რეიმ დაკარგეს მთელი ძალა, ხოლო პალპატინი კიდევ უფრო გაძლიერდა. რეიმ გასწირა საკუთარი თავი, რათა საბოლოოდ გაენადგურებინა სითი, მაგრამ ბენმა მას ძალის გამოყენებით სიცოცხლე დაუბრუნა. აღსასრულის წინ იგი რეის კოცნით დაემშვიდობა. სკაიუოკერთა მოდგმის არსებობა შეწყდა ბენ სოლოს დაღუპვით, მაგრამ თავად გვარი კვლავ არსებობდა, ვინაიდან რეი, რომელმაც უარჰყო პალპატინის მემკვიდრეობა, საკუთარ თავს სკაიუოკერს" უწოდებდა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- Disney Infinity 3.0
- LEGO-ს ვარსკლავური ომები: მოკლემეტრაჟიანი ფილმი (2015, ეპიზოდი 12: რეის სპიდერი)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის აღზევება – რეის საპასუხო დარტყმა
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი – დაზვერვა ლეიასთვის/მისია მაზთან
- LEGO Star Wars: The Force Awakens
- Star Wars: Puzzle Droids
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი – გასეირნება BB-8-სთან ერთად/წინააღმდეგობის გაქცევა
- Fortnite X Star Wars
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
- The Sims 4 Star Wars: Journey to Batuu
- Disney Magic Kingdoms
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: საშიში ისტორიები (მხოლოდ ხსენება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ სკაიუოკერის აღზევების მოვლენები ვითარდება ძალის გამოღვიძებიდან ერთი წლის შემდეგ. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ძალის გამოღვიძება ვითარდება იავინის ბრძოლიდან 34 წელს, სკაიუოკერის აღზევების მოვლენებიც, რეის ეგზეგოლზე დაღუპვასთან ერთად, ვითარდება 35 წელს.
- ↑ 4.0 4.1 4.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
- ↑ 5.0 5.1 5.2
რეი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: პირისპირ
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
- ↑ 8.0 8.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საბავშვო რომანი
- ↑ Star Wars Battlefront II