ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

რენის რაინდები ეწოდებოდა ელიტური მეომრების, ძალის ბნელი მხარის მიმდევრების რაზმს.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობ რეგიონებში გავრცელდა ხმები იდუმალი რეიდერების შესახებ, რენის რაინდები დიდ გალაქტიკაში გამოჩნდნენ მხოლოდ იავინის ბრძოლიდან 5 წელს. ექვსი რაინდი, რომელთა მეთაური იყო რენი, მოგზაურობდა გალაქტიკაში. ისინი ეძებდნენ ძალისადმი მგრძნობიარე ახალ წევრებს.

მოგვიანებით მათი მეთაური გახდა კაილო რენი. ძალის ბნელ მხარეს გადასულმა, წარსულში ბენ სოლომ, უარი თქვა ჯედაის გზაზე და რენის რაინდის საპატიო წევრობისას ახალი სახელი შეარჩია, იქცა რა ამავე დროს უზენაესი მეთაურ სნოუკის შეგირდი და პირველი ორდენის სამხედრო მეთაური. სნოუკის ხელმძღვანელობით რენის რაინდებმა შეავსეს კაილოს წინაპრის, დართ ვეიდერის, სითების უკანასკნელი ლორდის შემდეგ წარმოშობილი სიცარიელე. კაილო რენმა, რომელსაც აგრეთვე „ჯედაების მკვლელს“ უწოდებდნენ, გაანადგურა ახალი ჯედაების თაობა, რომელსაც ამზადებდა ოსტატი ჯედაი ლუკ სკაიუოკერი და მზად იყო, მოეკლა გალაქტიკის უკანასკნელი ჯედაიც და ამით თავისი პაპის ღირსეული მემკვიდრე ყოფილიყო.

როდესაც ახალი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ ომი პირველ ორდენსა და წინააღმდეგობას შორის გამძაფრდა, კაილო რენმა სნოუკი მოკლა უკანასკნელის რეისთან დაპირისპირებისას და იქცა პირველი ორდენის ახალ უზენაეს მეთაურად. რენის რაინდები გააქტიურდნენ, რათა კაილოსთვის და მისი ძალებისთვის დახმარება გაეწიათ. ისინი მას აგრეთვე შეუერთდნენ რეის ძიებისას. მაგრამ, როდესაც ბენ სოლო დაუბრუნდა ნათელ მხარეს, ხოლო კაილომ არსებობა შეწყვიტა, რაინდები ჩავიდნენ ექსეგოლზე, სადაც ბენმა ისინი ბრძოლისას მოკლა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  2. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
  3. ალისფერი ბატონობა 4
  4. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა
  5. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  6. 6.0 6.1 6.2 კაილო რენის აღზევება 1
  7. ჯილდოზე მონადირეთა ომი 5
  8. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ სკაიუოკერის აღზევების მოვლენები ვითარდება „სტარკილერის“ მიერ გამოწვეული ჰოსნიან-პრაიმის განადგურებიდან ერთი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ჰოსნიან-პრაიმი განადგურდა იავინის ბრძოლიდან 34 წელს, ანუ სკაიუოკერის აღზევების მოვლენები, სადაც აგრეთვე შედის რენის რაინდების დაღუპვის სცენები, მიმდინარეობს 35 წელს.
Advertisement