ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

რენსომ კასტერფო, მოგვიანებით ცნობილი როგორც პატიმარი 876549C, იყო პოლიტიკოსი მამაკაცი, გალაქტიკური სამოქალაქო ომის შემდეგ ახალი რესპუბლიკის გალაქტიკური სენატის წევრი. ბავშვობაში დიდი დარტყმა მიიღო, როდესაც მისი მშობლები აიძულეს, ემუშავათ სიკვდილის ვარსკვლავის მშენებლობაზე. რთული სამუშაო პირობების გამო მათ დატვირთვას ვერ გაუძლეს და დაიღუპნენ. ბიჭუნა მოგვიანებით სხვა პლანეტაზე მდიდარმა ოჯახმა იშვილა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეზიზღებოდა დართ ვეიდერი და იმპერატორი შივ პალპატინი, რენსომს მოსწონდა იმპერიის ცენტრალიზაცია და, უკვე ზრდასრულობისას დაიწყო იმპერიული არტეფაქტების — დროშების, ჯავშანის ნაწილების და ჩაფხუტების — შეგროვება.

შემდგომში რენსომი რიოსასენატორი გახდა და შეუერთდა ცენტრისტებს — სენატში არსებულ ფრაქციას, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა დიდ პოლიტიკურ ცენტრალიზაციას და მნიშვნელობას ანიჭებდა კანონისა და წესრიგის დაცვას. მიუხედავად ცენტრისტებსა და პოპულისტებს შორის შუღლისა, რენსომს კარგი ურთიერთობა ჰქონდა უკანასკნელთა წარმომადგენელ სენატორ ლეია ორგანასთან, აჯანყებულთა ალიანსის ვეტერანთან. ორი პოლიტიკური ოპონენტი ერთად იძიებდა რინრივინ დაის მიერ ჩამოყალიბებული კარტელის და რესპუბლიკის დამხობის მოსურნე პარამილიტარული ფრაქციის, ამაქსინი მეომრების საქმიანობას. კასტერფო და ორგანა აგრეთვე სენატში არსებული ჩიხის და შიდა ბრძოლის გამო დაახლოვდნენ.

მოგვიანებით რენსომი ცენტრისტმა ლედი კარის სინდიანმა შეიტყუა გეგმაში, რომლის შედეგად ცნობილი გახდა ორგანას ნამდვილი მშობლის ვინაობა. გრძნობდა რა თავს მოტყუებულად ლეიას წინდაუხედაობის გამო, კასტერფომ თავად წარუდგინა სენატს მისი ნამდვილი წარმოშობის მტკიცებულება, დაღი დაუსვა რა ორგანას პოლიტიკურ ავტორიტეტს და პირველი სენატორის რანგში მომავალ კარიერას. თუმცა, გრძნობდა რა თავს დამნაშავედ ასეთი შურისგებით სავსე მოქმედების გამო, კასტერფომ აანაზღაურა თავისი საქციელი, როდესაც ლეიას, უკანასკნელის სენატში კვლავ გამოსვლისას, მხარდაჭერა გამოუცხადა, ხაზი გაუსვა რა ამაქსინების ნამდვილ საფრთხეს. ამით მან დაიბრუნა ლეიას ნდობა, მაგრამ ლედი კარისი, რომელსაც არ სურდა ცენტრისტებში განხეთქილების ჩამომგდების არსებობა, ისე იმოქმედა, რომ ბანკეტის ტერაქტის მოწყობა რენსომს დაბრალდა, ისევე, როგორც ამაქსინებთან კავშირი და ტაი-ლინ გარიმკვლელობა.

დაპატიმრებიდან ექვსი წლის თავზე, კრეიტის ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პირველმა ორდენმა კასტერფო კორელიაზე გადაიყვანა, ადგილობრივ ციხეში და შრომა-გასწორების ბანაკში. ლეიას წინააღმდეგობის დახმარებით იგი საბოლოოდ გათავისუფლდა და მოძრაობის რიგებს შეუერთდა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement