ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია გალაქტიკური რესპუბლიკის ჯარი. იხილეთ აგრეთვე ჯარი, რომელსაც იყენებდა ახალი რესპუბლიკა.

ამ ახალი უფლებებით პირველი ნაბიჯის სახით, ჩამოვაყალიბებ რესპუბლიკის დიად ჯარს, რათა ვებრძოლოთ სეპარატისტების მხრიდან მზარდ საფრთხეს.
―შივ პალპატინი[1]

რესპუბლიკის დიადი ჯარი, იგივე რესპუბლიკის ჯარი ან კლონების ჯარი, ეწოდებოდა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისადმი დაქვემდებარებულ ჯარს, რომელიც მონაწილეობდა კლონების ომების პერიოდის საომარ მოქმედებებში. ჯეონოსისის პირველი ბრძოლის დროისთვის გალაქტიკური რესპუბლიკა იყენებდა ათიათასობით კლონ შტორმტრუპერს, რომლებიც ებრძოდნენ დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის დროიდების სეპარატისტული ჯარის ძალებს. ადამიანთა კლონების გარდა (რომელთა შესაქმნელად გამოიყენეს ჯილდოზე მონადირე ჯენგო ფეტიგენეტიკური ნიმუში), ჯარი იყენებდა საბრძოლო ტექნიკის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის — არაერთ ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო ქვემეხ AV-7-ს, მეკმ-სპიდერს თუ ყველგან მავალ ტაქტიკურ მხარდაჭერას.

რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში ოსტატი ჯედაი საიფო-დიასი დაუკავშირდა კამინომთავრობას და შეუკვეთა კლონების ჯარის წარმოება, გრძნობდა რა, რომ გალაქტიკას მალე ომი მოიცავდა. სეპარატისტულ მოძრაობას მრავალი ვარსკვლავური სისტემა უერთდებოდა, ამასობაში კი გალაქტიკურმა სენატმა სამხედრო განგარგულებების გაცემის უფლება მიანიჭა უზენაეს კანცლერ შივ პალპატინს. შედეგად ფორმალურად ჩამოყალიბდა რესპუბლიკის დიადი ჯარი, რომელშიც შედიოდა ათასობით კლონი სამხედრო, ხოლო კლონების ომების დაწყებისას რამდენიმე დამატებითი მილიონი უკვე იქმნებოდა კამინოანთა ლაბორატორიებში. რაინდ ჯედაებს, ათასობით წლის განმავლობაში მშვიდობის დამცველებს, მიენიჭათ გენერალი ჯედაების წოდება როდესაც სენატმა ჯედაების ორდენს უხმო და ჯედაები დიად ჯარის სათავეში ჩააყენა, რათა მათ რესპუბლიკის მტრებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.

სამი წლის განმავლობაში დიადი ჯარი იბრძოდა ომისგან გახლეჩილი გალაქტიკის ყველა ფრონტზე და ჩაატარა უამრავი ოპერაცია — იქნებოდა ეს მოქმედებები გარე რგოლის ტერიტორიების კამპანიების თუ სეპარატისტების კორუსანტზე თავდასხმის ფარგლებში. პალპატინის მაქინაციებით — რომელიც სითი ლორდი დართ სიდიუსი აღმოჩნდა — ცნობილი გახდა, რომ კლონებმა საბოლოოდ, ბრძანება 66-ის გაცემასთან ერთად მეთაურ ჯედაებს უღალატეს და მთელ გალაქტიკაში და ჯედაების ტაძარში ისინი დახოცეს. მას შემდეგ, რაც სიდიუსმა თავი ახალი რეჟიმის იმპერატორად გამოაცხადა, რესპუბლიკის დიადი ჯარი შეცვალა ახალი წესრიგის პირობებში ჩამოყალიბებულმა უბრალო ადამიანებისგან შემდგარმა იმპერიულმა ჯარმა. თუმცა, კლონ შტორმტრუპერებს შეეძლოთ შტორმტრუპერთა ახალი თაობის რიგებში ბრძოლაც.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  2. StarWars-DatabankII კლონი მეთაური კოდი Databank-ში (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  4. ვარსკვლავური ომები: ფრონტის წინა ხაზებზე
  5. კამინოანები კლონს თვლიდნენ ერთეულად", როგორც ამას აღნიშნავს ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ. ენციკლოპედია უთითებს, რომ ჯეონოსისის პირველ ბრძოლაში მონაწილეობდა 192.000 კლონი სამხედრო.
  6. ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები
  7. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმშვიდობისკენ სწრაფვა
  8. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმკვლელობები სენატში
  9. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიჯედაი, რომელმაც ზედმეტი იცოდა
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  11. კატალიზატორი: განდგომილი ერთი: რომანი
  12. 12.0 12.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  13. გამოღვიძებამდე
Advertisement