ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

რესპუბლიკის ეპოქა: სპეციალური გამოშვება 1 არის მეხუთე გამოშვება კომიქსების ანთოლოგიური სერიიდან ვარსკვლავური ომები: რესპუბლიკის ეპოქა. მისი ტექსტის ავტორები არიან ჯოდი ჰაუსერი, ითენ საკსი და მარკ გუგენჰაიმი, ხოლო მხატვრები — კარლოს გომესი, პაოლო ვილანელი და კასპარ ვაინგაარდი. კომიქსი გამოიცა 2019 წლის 16 იანვარს Marvel-ის მიერ.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲘᲡ ᲣᲓᲘᲓᲔᲡᲘ ᲒᲛᲘᲠᲔᲑᲘ, ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲡᲐᲨᲘᲨᲘ ᲛᲢᲠᲔᲑᲘ – ᲓᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲓᲐᲜᲐᲠᲩᲔᲜᲘ! ᲝᲗᲮᲘ ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲒᲣᲜᲓᲘ! ᲝᲗᲮᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲧᲕᲐᲠᲔᲚᲘ ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲟᲔᲑᲘᲗ! გალაქტიკის ყველაზე მაგარ ჯედაებს ძველი საქმეები ჰქონდათ — ᲛᲔᲘᲡ ᲣᲘᲜᲓᲣ ბრუნდება მოქმედებით სავსე თავგადასავალში ᲑᲔᲑᲔᲠᲘ ᲥᲝᲠᲘᲡᲗᲕᲐᲚᲘᲡ ავტორ ითენ საკსისგან! შეგიძლიათ, გაექცეთ, მაგრამ ვერ დაემალებით სით ლიკვიდატორ ᲐᲡᲐᲟ ᲕᲔᲜᲢᲠᲔᲡᲘᲡ ორ სინათლის მახვილს? იგრძენით მისი მრისხანება ამბავში, რომელიც ოსტატურად ნაამბობია ვარსკვლავური ომების ვეტერან მწერალ ჯოდი ჰაუსერის (ᲗᲠᲝᲜᲘ, ᲡᲐᲝᲪᲐᲠᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲝᲑᲝᲑᲐ: ᲙᲕᲚᲐᲕ ᲨᲔᲰᲤᲘᲪᲔ) მიერ. დასრულდა კი ᲯᲐ ᲯᲐ ᲑᲘᲜᲙᲡᲘᲡ როლი ვარსკვლავურ ომებში? ᲯᲔᲠ ᲐᲠᲐ! იმიტომ, რომ ჩიპ ზდარსკისთან (ᲞᲘᲢᲔᲠ ᲞᲐᲠᲙᲔᲠᲘ: ᲨᲗᲐᲛᲑᲔᲭᲓᲐᲕᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲝᲑᲝᲑᲐ და MARVEL: ᲝᲠᲘ ᲔᲠᲗᲨᲘ) გალაქტიკის ყველაზე ცნობილ განგანს თავისი საქმე აქვს. კლონს ომს დაატოვებინებ, მაგრამ კლონიდან ომს ვერ წაშლი — ᲙᲐᲞᲘᲢᲐᲜᲘ ᲠᲔᲥᲡᲘ იღებს ბლასტერს და უერთდება ბრძოლას X-ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ: ᲝᲥᲠᲝᲡ ავტორ მარკ გუგენჰაიმის ამბავში.

შეტანილია[]

შემუშავება[]

არსებობდა ცნობა, რომ კომიქსების მხატვარ ჩიპ ზდარსკის გამოშვებისთვის უნდა დაეწერა მოთხრობა ჯა ჯა ბინკსის და რანკორის შესახებ.[5] თუმცა, თავად ზდარკის თანახმად, მას წერა არც დაუწყია — ასეთი ინფორმაცია ადრეულ ეტაპზე დაშვებული შეცდომა იყო.[6]

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

შეტანილია გამოცემებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 Star Wars: Age of Republic Special (2019) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. "იარაღში" ნაჩვენებია კვაი-გონ ჯინი, რომელიც დაიღუპა იავინის ბრძოლამდე 32 წელს (როგორც განსაზღვრავს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი).
  3. კომიქსში "501 და ერთი" ანაკინ სკაიუოკერი ნაჩვენებია ნაიარევის გარეშე. ანაკინმა ჭრილობა მიიღო ქრისტოფსისის ბრძოლისას. ამის მიხედვით, არანტარის ბრძოლა უფრო ადრე მოხდა, რაც ნიშნავს, რომ თარიღია 22 იბ.
  4. "დებში" მოქმედება ვითარდება იმავე დროს, რაც "ჯედაის დაჭერაში", რაც, როგორც გვიჩვენებს StarWars.com Star Wars: The Clone Wars Chronological Episode Order StarWars.com-ზე (არქივის ბმული)), მას მოაქცევს "უკანონოს" და "სხვა ჯედაის" შუალედში. თუკი ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ ამ ორ ეპიზოდში მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ, დებიც და ჯედაის დაჭერაც ამავე წლის მოვლენებს ასახავენ.
  5. CHIP ZDARSKY's Jar Jar Binks Story Cut From STAR WARS: AGE OF REPUBLIC SPECIAL #1Newsarama (November 16, 2018) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი October 13, 2019)
  6. ჩიპ ზდარსკი (@zdarsky) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "I am not! It was a solicitation mistake!" (არქივის ბმული ხელმიუწვდომელია)

დამატებითი ბმულები[]