რესპუბლიკის თავდაცვის კოალიცია (რთკ) აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში იყო გალაქტიკური რესპუბლიკის თავდაცვის კოალიცია. მას ექვემდებარებოდა მშვიდობისმყოფელთა ფლოტი, რომელშიც შედიოდა დესპანის კლასის კრეისერი მესამე ჰორიზონტი, ადმირალ პეველ კრონარას მეთაურობით.[1]
დიდი კატასტროფის დროისთვის იავინის ბრძოლამდე 232 წელს[2] რესპუბლიკა არ ფლობდა მყარ სამხედრო ძალას, ვინაიდან ჰატებიც და მანდალორელებიც ამ დროს ჯერ არ ქმნიდნენ მასშტაბურ უსიამოვნებებს. ამიტომ, რთკ ძირითადად იყენებდა "დესპანის" კლასის კრეისერებს და მცირე გადამყვანებს. დიდი საფრთხის შემთხვევაში იგი აამოქმედებდა რესპუბლიკის პლანეტებთან — მაგალითად, ალდერაანთან და ჩანდრილასთან — გაფორმებულ შეთანხმებებს და იყენებდა მათ ხომალდებს და სამხედრო პერსონალს, რომლებსაც ამ პლანეტებს დაუბრუნებდნენ საფრთხის თავიდან აცილების შემდეგ.[1]
იავინის ბრძოლამდე 232 წელს ჰეტზალის სისტემას დაემუქრა საფრთხე, როდესაც ხომალდი "მემკვიდრეობის რეისი" ჰიპერსივრცეში ნაწილებად დაიშალა, რამაც გამოიწვია სისტემის სამ დასახლებულ პლანეტაზე ამ ნაწილების ჩამოვარდნა. რთკ-ის ხომალდები გარე რგოლში იმყოფებოდნენ ჯედაების ორდენის კოსმოსურ სადგურ შუქურა ვარსკვლავური ნათებაზე შეკრებისას, ამრიგად, ვარსკვლავურ სისტემაში გაემგზავრა "მესამე ჰორიზონტი", რომლიდანაც ოპერაციას ხელმძღვანელობდა ოსტატი ჯედაი ევარ კრისი.[1]
გამოჩენები[]
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ქრონიკები
- ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
SDCC 2023: 10 Reveals from the Lucasfilm Publishing Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
From the Pages of Star Wars Insider: A New Mission Begins in an Original Star Wars: The High Republic Tale StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (პირველად ნახსენები როგორც რესპუბლიკის თავდაცვის კორპუსი)
"Launchpad" — Star Wars Insider 222- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია
Star Wars: The High Republic: Temptation of the Force - First Excerpt StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება
- ↑ რომანში აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება ძირითადი მოვლენები ვითარდება შუქურა ვარსკვლავური ნათების გაშვებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ვარსკვლავური ომების წიგნი განსაზღვრავს, რომ ეს ღონისძიება ჩატარდა ახალ იმედამდე 232 წლით ადრე. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ ფილმის მოვლენათა განვითარების დროა 0 იბ, ირკვევა, რომ წიგნის ძირითადი მოვლენებიც დაახლოებით 232 წელს ვითარდება.