FANDOM


Premium-Era-real
"რეტკონი არის რეტროაქტიური უწყვეტობა — რამის მორგების და მისგან ისტორიების შექმნის ხელოვნება."
კერენ ტრეივისი[წყარო]

რეტკონი ანუ რეტროაქტიური უწყვეტობა არის სიუჟეტებში მანამდე არსებული, გამყარებული ფაქტების შეცვლა. რეტკონი ეწოდება თავად ცვლილებას, ხოლო წერის და გამოცემის პროცესს — რეტკონინგი.

როდესაც ჯორჯ ლუკასმა შეცვალა ვარსკვლავური ომების ორიგინალური ტრილოგია, ცვლილებები შეიტანა პირდაპირ პირველწყაროებში — ნაცვლად ისეთი ახალი მასალის შემოტანისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მანამდე არსებულ ვერსიებს. თუმცა, წინაისტორიის ტრილოგია ატარებს ახალი პირველწყაროს სახეს და სხვადასხვა მოყვარულის მიერ შემჩნეულია ფაქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ორიგინალურ ტრილოგიას.

მიუხედავად იმისა, რომ თავად რეტკონები არსებობდა ვარსკვლავური ომების შექმნამდეც, ტერმინი რეტროაქტიური უწყვეტობა 1983 წელს როი თომასმა გამოიყენა, ხოლო 1980-იანები ბოლოს გაიჟღერა შემოკლებულმა რეტკონმა.[1]

შენიშვნები და სქოლიო

სხვა ენებზე

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.