ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

რეტ-უწყვეტობა, რეტროაქტიური უწყვეტობა ან რეტკონი არის სიუჟეტებში მანამდე არსებული, გამყარებული ფაქტების შეცვლა. რეტკონი ეწოდება თავად ცვლილებას, ხოლო წერის და გამოცემის პროცესს — რეტკონინგი.

როდესაც ჯორჯ ლუკასმა შეცვალა ვარსკვლავური ომების ორიგინალური ტრილოგია, ცვლილებები შეიტანა პირდაპირ პირველწყაროებში — ნაცვლად ისეთი ახალი მასალის შემოტანისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მანამდე არსებულ ვერსიებს. თუმცა, პრიკველების ტრილოგია ატარებს ახალი პირველწყაროს სახეს და სხვადასხვა მოყვარულის მიერ შემჩნეულია ფაქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ორიგინალურ ტრილოგიას.

მიუხედავად იმისა, რომ თავად რეტკონები არსებობდა ვარსკვლავური ომების შექმნამდეც, ტერმინი რეტროაქტიური უწყვეტობა 1983 წელს როი ტომასმა გამოიყენა, ხოლო 1980-იანები ბოლოს გაიჟღერა შემოკლებულმა რეტკონმა.[1]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement