ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია კანონიკური ინკვიზიტორი.
იხილეთ აგრეთვე მესამე ძმა, მირიალანი იმპერიელი მეცნიერი რივა დემესნი ან ვარსკვლავური ომების ლეგენდები ტვი'ლეკი რივა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ და.

რივა სევანდერი, იგივე მესამე და, იყო ძალისადმი მგრძნობიარე ქალი, გალაქტიკური იმპერიის ინკვიზიტორიუსიწევრი იმპერიულ ეპოქაში. ისევე, როგორც სხვა ინკვიზიტორები, მესამე და ოდესდღაც იყო ჯედაი, რომელიც ძალის ბნელ მხარეს გადავიდა და ჯედაების დიდი წმენდისას ნადირობდა ჯედაების ორდენის ცოცხლად დარჩენილ წევრებზე. სინამდვილეში, მის მიზანს წარმოადგენდა ბავშვობაში მიღებული ტრავმისგან გათავისუფლება და მხედართმთავარ დართ ვეიდერზე ბრძანება 66-ის დროს ჯედაების, მისთვის ერთადერთი ოჯახის განადგურების გამო შურისძიება.

ჯედაების დიდი წმენდისას, კლონების ომების მიწურულს, რივა იყო ნორჩი ჩედაი. სხვა ნორჩ ჯედაებთან ერთად იგი იმყოფებოდა კორუსანტიჯედაების ტაძარში, როდესაც მას თავს დაესხნენ სითი ლორდი დართ ვეიდერი და მისი 501-ე ლეგიონი და გოგონას თვალწინ მეგობრები დაუხოცეს. მართალია, რივას ვეიდერის მახვილი მოხვდა, იგი გადარჩა, მოიკატუნა რა თავი, თითქოს დაიღუპა. წლების შემდეგ რივა დაბრუნდა და შეუერთდა გალაქტიკური იმპერიის ინკვიზიტორიუსს (რომელთაგან ორივეს მნიშვნელოვანი წინამძღოლი ბნელი ლორდი იყო. იცოდა რა ვეიდერის — როგორც ანაკინ სკაიუოკერის — სითებამდელი წარსულის შესახებ, რივას — რომელსაც მესამე და დაერქვა — აეკვიატა მისი ყოფილი მასწავლებლის, ობი-ვან კენობის პოვნა პოვნა, ამით ბნელი ლორდის კეთილგანწყობის მოპოვება და მისი მოკვლა. ამ მიზნით რივამ მოაწყო ლეია ორგანას, სენატორ ბეილ ორგანას შვილ ლეია ორგანას გატაცება.

იცოდა რა, რომ სენატორი დახმარების თხოვნით ჯედაის მიმართავდა, რივა კენობის დახვდა პლანეტა დაიიუს ერთ-ერთ ანგარში. როდესაც მის საქმეში ჩაერია გრანდ-ინკვიზიტორი — რომელსაც არ სურდა, რომ მასზე ზემდგომი ყოფილიყო ობი-ვანის დამჭერი —რივამ გრანდ-ინკვიზიტორი სინათლის მახვილით სასიკვდილოდ დაჭრა, კენობი და ლეია კი ამასობაში პლანეტიდან გაიქცნენ. რივას მოგვიანებით ლორდმა ვეიდერმა, რომელმაც იცოდა მისი ამბიციების შესახებ, მისცა დაწინაურების საშუალება, თუკი რივა მიაგნებდა ობი-ვანს. როდესაც ყოფილი ჯედაი მაპუზოზე აღმოჩნდა, რივა, მეხუთე ძმა და მეოთხე და იქ ჩასულ პირადი შურისგების სურვილით სავსე ვეიდერს თან ახლდნენ. რივამ აღმოაჩინა ჯედაებთან დაკავშირებული ქსელი, დამალული ბილიკი, რომელიც ობი-ვანს და ლეიას ეხმარებოდა. სანამ ვეიდერი სამიზნეს მისდევდა, ხოლო სხვა ინკვიზიტორები ქალაქში მოქმედებდნენ, რივამ ფარულ გვირაბში გაქცეულ ლეიას მიაგნო და კვლავ გაიტაცა. პრინცესა გადაიყვანეს ნურიზე, ინკვიზიტორიუსის ციხესიმაგრეში, ხოლო მესამე დამ ოსტატ ჯედაის მორიგი მახე დაუგო, როდესაც კენობიმ და ბილიკის წევრმა ტალა დურითმა ბავშვის გადასარჩენად ბაზაზე შეაღწიეს. რივამ ამ დროს ლეიას დროიდში მოათავსა სათვალთვალო მოწყობილობა და კენობის და დურითს ლეიასთან ერთად გაქცევის საშუალება მისცა, რათა შემდგომში ბილიკისთვის მიეგნო.

კმაყოფილმა ლორდმა ვეიდერმა მესამე დას გრანდ-ინკვიზიტორის წოდება მიანიჭა და დაავალა ჯაბიიმზე თავდასხმის განხორციელება. რივამ პლანეტაზე კენობის მიაგნო, რომელმაც ამასობაში მიხვდა, თუ რა იყო ინკვიზიტორის მიზანი. მან დაარწმუნა რივა, რომ იმპერატორის მუშტის დამარცხება ერთად შეეძლოთ. რივამ იგი განგებ დაჭრა და ხელი შეუწყო ჯაბიიმიდან მის გაქცევას. პლანეტაზე ჩასულ ბნელ ლორდზე თავდასხმის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა — ბრძოლისას მძიმედ დაჭრილი ვეიდერმა რივა ჯაბიიმზე მიატოვა, მანამდე იქვე მისულ, რივასთვის მოულოდნელად ცოცხალ გრანდ-ინკვიზიტორთან ერთად. მესამე დამ ტალახში იპოვა კენობის გადამცემი და მასზე ბეილ ორგანას მიერ გამოგზავნილი ჰოლოგრამიდან დაადგინა ლუკ სკაიუოკერის ადგილსამყოფელი. ვეიდერზე შურისძიების მიზნით იგი ტატუინზე ჩავიდა და ლარსების კარ-მიდამოს თავს დაესხა, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ ამის შემდეგ ბნელი ლორდის მსგავსი იქნებოდა, ბიჭუნა გამზრდელებს დაუბრუნა. კენობის რჩევით, რივა დაემშვიდობა წარსულს, მოისროლა სინათლის მახვილი და იქაურობა დატოვა. მისი შემდგომი ბედი უცნობი იყო.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

დამატებითი ბმულები[]

Advertisement