ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

შენ მელაპარაკები მეგობრობაზე, რომელიც არ მინახავს. სად იყო რესპუბლიკა, როდესაც ჩვენი მომარაგების ხომალდები მეკობრეებმა გაანადგურეს? სად იყო რესპუბლიკა, როდესაც ჩემი ხალხი შიმშილით იხოცებოდა? ჩვენ...აქ ყოველგვარი დახმარების გარეშე მარტო დავრჩით. ვიცი, რომ თქვენი ბრალი ამაში არ არის, მაგრამ ჩემი ხალხი მაინც შიმშილით იხოცებოდა.
―ონაკონდა ფარი პადმე ამიდალასთან საუბრისას, სეპარატისტების მიერ როდიის დაპყრობისას[4]

როდიანები იყვნენ მწვანე ფერის ჰუმანოიდები, რომლებიც ძირითადად პლანეტა როდიაზე ცხოვრობდნენ. კლონების ომების პერიოდში გალაქტიკური რესპუბლიკის სენატში მათ წარმოადგენდა სენატორი ონაკონდა ფარი. ომის დროს იგი დროებით შეუერთდა სავაჭრო ფედერაციას, იმ იმედით, რომ მისი ხალხი მიიღებდა საკვებს და მეკობრეებისგან დაცვას. თუმცა, როდიას უღალატეს და იგი რესპუბლიკის მხარეს გადავიდა.

როდიანთა დიდი რაოდენობა ჯილდოზე მონადირეებს წარმოადგენდა, რომელთა შორის აღსანიშნავია გრიდო და ჯაკოლი. გრიდო იყო მოყვარული მონადირე, რომელიც საბოლოოდ მოკლა კონტრაბანდისტმა ჰან სოლომ, ხოლო ჯაკოლი — უფრო დაოსტატებული, რომელიც პირდაპირ კლავდა თავის სამიზნეებს. ზოგიერთი როდიანი მოქმედებდა როგორც ჯაშუში. ასეთი იყო ტსოკლო, გალაქტიკური იმპერიის მსახური.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement