როდრიგუ ბეტლი იყო ირიდონელი ზაბრაკი, მებრძოლი, რომელიც ნარ-კანჯის საბრძოლო ორმოებში პაექრობდა გალაქტიკური იმპერიის დროს.[1] მისი მეგობარი იყო ტასუ ლიჩი.[2] იავინის ბრძოლიდან 3—4 წლებში[3] ბეტლი ლიჩს ებრძოდა, როდესაც ჯილდოზე მონადირე ტ'ონგა და ლოშა ტარკონი საბრძოლო ორმოში მევიდნენ კადელიას საპოვნელად გუნდის შეკრებისას, ძლიერი მებრძოლის ძიებისას. ლიჩი მას შემდეგ აირჩიეს, რაც მან ბეტლს ხელი მოწყვიტა.[1]
მოგვიანებით ბეტლს შეხვდა უტეხი კლანის დიდი წინამძღოლი ვუკორა, რომელმაც იგი პირად მცველად აიყვანა. როდრიგუ იმყოფებოდა უტეხი კლანის ტერიტორიაზე, როდესაც ტ'ონგას გუნდი (ლიჩთან ერთად) იქ შევარდა და ვუკორა კადელიას ძიების მიზნით გაიტაცა. ლიჩთან მორიგი შეტაკებისას ბეტლი კვლავ დამარცხდა. ამჯერად მან ფეხი დაკარგა და შენობიდან გადავარდა.[2]
გამოჩენები[]
- ჯილდოზე მონადირეები 15 (პირველი გამოჩენა)
- ჯილდოზე მონადირეები 21
- ჯილდოზე მონადირეები 33 (მხოლოდ ხსენება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ჯილდოზე მონადირეები 15
- ↑ 2.0 2.1 2.2 ჯილდოზე მონადირეები 21
- ↑ კომიქსში ჯილდოზე მონადირეები 15 მოქმედება ვითარდება იმპერიის საპასუხო შეტევის და ჯედაის დაბრუნების შუალედში. როგორც განსაზღვრავს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, პირველში მოვლენათა განვითარების დროა 3 იბშ, ხოლო მეორეში — 4 იბშ.