ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

რუბის მოსწონს. იქნებ, სულაც არ არის ცუდი ვინმე.
―ომეგა როლანდ დიურანდის შესახებ[1]

როლანდ დიურანდი იყო მამრობითი სქესის დევარონელი დამნაშავე და კრიმინალური ბოს აისა დიურანდის შვილი. აგრეთვე იყო საინფორმაციო შუამავალ სიდარინ სკეილბეკის ყოფილი კლიენტი, რომელსაც გადაუხადა ფულადი თანხა ხვლიკ რუბიმიყვანაში.[1]

პაიკების სინდიკატთან თანამშრომლობის მცდელობისას როლანდმა ორდ-მანტელზე მდებარე სიდის სალონი მიისაკუთრა —პლანეტა დაკავშირებული იყო პაიკებისთვის სასარგებლო რამდენიმე ჰიპერსივრცულ მარშრუტთან. სიდმა და სხვებმა, კლონი დაქირავებული მეომრების რაზმმა, უვარგისმა პარტიამ, მოიპარეს სუნელი, რომელსაც დიურანდი უპირებდა, მიეყიდა პაიკებისთვის, რათა მათთან შეთანხმება შეეწყვიტა და მათი გავლენისგან საკუთარი თავი გაეთავისუფლებინა. დიურანდმა შეიტყო სუნელის მოპარვის შესახებ და პაიკებს შეატყობინა. მათ სიდი და უვარგისი პარტია აიძულეს, დაებრუნებინათ მარაგი. დიურანდი ამასობაში ტყვეობაში ჰყავდათ, ისევე, როგორც პარტიის უმცროსი წევრი, ომეგა, რომელიც მძევლად დაიტოვეს. დევარონელმა ომეგას უთხრა, რომ რუბის ბევრი ვინმე არ მოსწონდა. არსება ამ დროს გოგონას მიუახლოვდა და ეთამაშებოდა. მას შემდეგ, რაც სიდმა და რაზმმა სუნელი დააბრუნეს, პაიკებმა დიურანდი გამოუშვეს, თუმცა სასჯელის სახით მას ერთ-ერთი რქა მოჰკვეთეს. დიურანდმა იქაურობა დატოვა და სიდს გასართობი დაწესებულება დაუბრუნა.[1]

კადრს მიღმა[]

პერსონაჟი პირველად გამოჩნდა ტელესერიალ უვარგისი პარტიის მეცამეტე ეპიზოდში დასენიანებულნი[1], რომელიც Disney+-ზე 2021 წლის 23 ივლისს გამოვიდა.[4] მას ახმოვანებს ტომ ტეილორსონი.[1]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement