ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რონინი.
AhsokaTano-CGSWG

ასოკას მსგავსად ბევრ მოხეტიალე ჯედაის "რონინს" უწოდებდნენ.

მელიტოების კულტურაში რონინი იყო მამრობითი სქესის მეომარი, რომელიც მისი მირმიტრიქსის დაუმარცხებლობისას ხდებოდა მომთაბარე განდევნილი. რონინი სარკო პლანკი, საბოლოოდ, დევარონზე გახდა ჯილდოზე მონადირე, ჯუნგლებში გზამკვლევი და სამარხების მძარცველი. [1]

რონინს აგრეთვე უწოდებდნენ მოხეტიალე ჯედაებს. გრანდ-ადმირალი თრონი ასოკა ტანოს თვლიდა რონინად და უთხრა, რომ პლანეტა პერიდეას ვერანები მას მეტად უხდებოდა.[2]

კადრს მიღმა[]

მელიტო რონინი პირველად გამოჩნდა ჯეისონ ფრაის საყმაწვილო რომანში ჯედაის იარაღი: ლუკ სკაიუოკერის თავგადასავალი, სარკო პლანკის სახით.[3] თუმცა, თავად ტერმინი პირველად გამოყენებულია ფრაის მიერ შედგენილ ენციკლოპედიაში ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის უცხომიწელები.[1] ნამდვილ სამყაროში რონინები წარმოადგენდნენ ასევე მოხეტიალე, მასწავლებლის გარეშე მომზადებულ მეომარ სამურაებს.[4]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე