რონინი: ხედვების რომანი (იაპონურად 『浪人』) არის ემა მიეკო კენდონის რომანი. იგი გამოიცა Del Rey-ს მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს და წარმოადგენს ორიგინალურ ამბავს, რომელიც უკავშირდება Disney+-ის მომავალ ანიმე-ტელესერიალ ხედვებს და ეფუძნება მის მოკლემეტრაჟიან ფილმ დუელს[2] აგრეთვე გამოიცა მისი აუდიოვერსია.
რომანის მთავარი თემაა ჯედაები და სითები, თუმცა თხრობა წარმოდგენილია ალტერნატიული ისტორიის სახით, იაპონურ ხალხურ შემოქმედებაზე დაფუძნებით.[3]
შეჯამება გამომცემლობისგან[]
იდუმალი ყოფილი სითი გალაქტიკაში ვარსკვლავური ომების ამ გამაოგნებელ ამბავში დახეტიალობს. ორიგინალური რომანი, შთაგონებული 'დუელის' სამყაროთი ანიმაციური ტელესერიალ 'ხედვებიდან'.
ჯედაები იმპერიის ყველაზე ერთგული მსახურები არიან.
ორი ათწლეულის წინ მოხდა მოქიშპე სითი ლორდების ჯედაების კლანებთან შეჯახება. ამ უსასრულო ციკლით სასოწარკვეთილი ჯედაების სექტა საკუთარი ბედის სამართავად და რომელიმე ბატონისადმი მსახურებისგან თავისუფლებისთვის აჯანყდა. ისინი საკუთარ თავს სითებს უწოდებდნენ.
სითების აჯანყებამ მარცხი განიცადა, მას ჩაენაცვლა შიდა ბრძოლები და ღალატი და ოდესღაც დაპირისებული ლორდები გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ იმპერია...მაგრამ მშვიდობიანი იმპერიაც არ არის ძალადობისგან თავისუფალი.
შორს, გარე რგოლის ზღვარზე, დახეტიალობს ერთ-ერთი ყოფილი სითი, რომელსაც ახლავს ერთგული დროიდი და ნაკლებად ცივილიზებული ეპოქის აჩრდილი. იგი სინათლის მახვილს ატარებს, მაგრამ თავს ჯედაების რომელიმე კლანს არ მიაკუთვნებს და რომელიმე ლორდის ერთგული არ არის. მასზე ცოტა რამ არის ცნობილი, ისევე, როგორც მისი სახელი, ვინაიდან არც საკუთარ წარსულს ახსენებს, არც იმას, რასაც ნანობს. მისი ისტორია ისეთივე დაცულია, როგორც განადგურების წითელი მახვილი, გვერდზე სატევარით რომ დაატარებს.
ვინაიდან ძალადობის უსასრულო ციკლი მის ნებაყოფლობით განდევნას კვლავ არღვევს და ის იძულებულია, შეერკინოს იდუმალ ბანდიტს, რომელიც თავს სითს უწოდებს, ირკვევა, რომ წინა ცხოვრების აჩრდილებს ვერანაირი ხეტიალით ვერ გაუსწრებს.
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780593358665; 12 ოქტომბერი, 2021; Del Rey; აშშ, მაგარი ყდა[1]
- ISBN 9780593359365; 12 ოქტომბერი, 2021; Del Rey; აშშ, მაგარი ყდა, Barnes & Noble Exclusive Edition[4]
- ISBN 9780593358672; 12 ოქტომბერი, 2021; Del Rey; აშშ, ელექტრონული წიგნი[5]
- ISBN 9780593496978; 12 ოქტომბერი, 2021; Del Rey; აშშ, რბილი ყდა[6]
- ISBN 9780593358689; 12 ივლისი, 2022; Del Rey; აშშ, რბილი ყდა[7]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
| პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
| ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
წყაროები[]
A Mysterious Former Sith Wanders the Galaxy in Ronin, the Upcoming Star Wars: Visions Novel - Exclusive Reveal StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
Star Wars Visions: Ronin Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (მაგარი ყდა)
- ↑
Del Rey (@DelRayStarWars) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "This year, #StarWarsVisions will bring all-new, creative takes on Star Wars from the world's best anime creators. Coming Oct 12th, an original novel inspired by one of those animated tales. A #StarWars book quite unlike any before it. RONIN By Emma Mieko Candon" (არქივის ბმული)
- ↑
A Mysterious Former Sith Wanders the Galaxy in Ronin, the Upcoming Star Wars: Visions Novel - Exclusive Reveal StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑
Star Wars Visions: Ronin (B&N Exclusive Edition) Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑
Star Wars Visions: Ronin Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)
- ↑
Star Wars Visions: Ronin Penguin Random House-ის საერთაშორისო გაყიდვების საიტზე (არქივის ბმული) (საექსპორტო გამოცემა)
- ↑
Star Wars Visions: Ronin Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (რბილი ყდა)
დამატებითი ბმულები[]
Star Wars Visions: Ronin (B&N Exclusive Edition) Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
Star Wars Visions: Ronin Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)Star Wars Visions: Ronin Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (მაგარი ყდა)
Star Wars Visions: Ronin Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)



