ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუკი და კასტი.

შენ მეომარი ხარ. ჩვენ დაქირავებული მეომრები ვართ — ამ ბრძოლით სხვას ვერაფერს მოვიგებთ."
"მიატოვებთ პოსტს და ყველას გიპოვნით და ჩემი ხელით დაგხოცავთ!
―ფაიფი და რუკ კასტი[4]

რუკ კასტი იყო მდედრობითი სქესის მანდალორელი მეომარი, კლონების ომების დროს ჩრდილების კოლექტივისუპერკომანდოების მეთაური. მას შემდეგ, რაც მოლი, დაჯგუფების წინამძღოლი, სითებმა სტიჯენ-პრაიმზე დააპატიმრეს, კასტმა და კომანდომ გარ საქსონმა იგი გაათავისუფლეს და ჩრდილების კოლექტივის ბაზაზე, ზანბარზე ჩაიყვანეს. მათ თვალს ადევნებდნენ დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის ძალები და, შემდგომი ბრძოლის შემდგომ, ყველა ორდ-მანტელზე გაიქცა. იქ მათ მონაწილეობა მიიღეს სეპარატისტულ თავდასხმაში. ორბიტაზე კასტმა და მოლმა შეძლეს გენერალ გრივუსის დაჭერა, ხოლო მოლის დესანტმა დაიჭირა სეპარატისტთა მეთაური, გრაფი დუკუ.

ჩრდილების კოლექტივმა ტყვე გადაიყვანა მანდალორულ ასტეროიდულ ბაზაზე, რომელზეც, დუკუს დაჭერის მიზნით, იერიში მიიტანეს გალაქტიკურმა რესპუბლიკამ და ჯედაების ორდენმა. ამის შემდეგ კასტი, მოლი, დუკი და მოლის ძალები დათომირისკენ გაემართნენ. მაგრამ მათ უკვე ადევნებდა თვალს სითების ბნელი ლორდი, დართ სიდიუსი, რომელმაც, დუკუსთან და გრივუსთან ერთად, ჩრდილების კოლექტივის ძალებზე თავდასხმა განახორციელა. კასტმა მოლი ბრძოლისას კვლავ გადაარჩინა და მათ პლანეტა ერთად დატოვეს.

მოგვიანებით რუკი მანდალორის ალყაში მონაწილეობდა და ასოკა ტანოსანდარიქვედა ქალაქში შეტყუება შეძლო. იქ მათ ჯედაების ყოფილი პადავანი მახეში მიიქციეს და ტანო მოლს პირისპირ შეხვდა. ასოკას გაქცევის შემდეგ კასტის ძალებმა დაიჭირეს და დაკითხეს ერკ-ჯარისკაცი ჯესი. მოგვიანებით მოლმა მანდალორელებში ბრძოლის სურვილი კვლავ გამოაღვიძა, თუმცა, საბოლოოდ, კასტი და სხვები ბო-კატან კრიზის მომხრეებმა დაამარცხეს, ხოლო მოლი რესპუბლიკის ძალებმა დააპატიმრეს.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement