ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

ამ სტატიაში აღწერილია ნოგრი. იხილეთ აგრეთვე კერედიანი რუკი.

"ჩემი ბატონის უსაფრთხოება ჩემი ამოცანაა. უცნობებს მასთან არ მივუშვებ."
― რუკი[6]

რუქი იყო მამრობითი სქესის ნოგრი პლანეტა ჰონოგრიდაბ, იმპერიელ გრანდ-ადმირალ თრონის პირადი მცველი და ლიკვიდატორი. თრონი მებრძოლი დროიდების მართვისას რუქის სახელს იყენებდა.

რუქი იყო შესანიშნავი მზვერავი და მეომარი, ყნოსვის უნარებით. დართ ვეიდერის თრონთან მისიისას იგი დახეტიალობდა ვეიდერის ძალების ყაზარმებში, ვინაიდან მათ არ ენდობოდა. იავინის ბრძოლამდე 1 წელს თრონი მისი დახმარებით ეძებდა სპექტრებს და ლოთალის წინააღმდეგობის ჯგუფის წევრებს. რუქმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აჯანყებულთა ალიანსის გენერალ ჰერა სინდულას ლოთალზე წარუმატებელი შეტევისას. ლოთალის გათავისუფლებამდე იგი მონაწილეობდა სხვა ოპერაციებშიც და დაიღუპა გარაზებ ორელიოსთან ბრძოლისას, როდესაც ჩავარდა იმპერიული კომპლექსის ელექტროქსელში.

კადრს მიღმა[]

"ვფიქრობ, უამრავი სიტუაციური რამ არის. გვქონდა რუქის ზებთან შეჯახების წინა ვაერსია, რომელიც, როგორც მეჩვენა, არაფერს გვაძლევდა, სწორად არ წარიმართა და არ იყო რამით გამორჩეული. მანამდე ნანახს ჰგავდა, ამიტომ ეს ნაწილი მთლიანად შევცვალეთ."
დეივ ფილონი რუკის ზებთან შეტაკებაზე[7]

რუქი პირველად გამოჩნდა ტიმოთი ზანის ვარსკვლავური ომების ლეგენდების 1991 წლის რომანში იმპერიის მემკვიდრე, სადაც იგი გრანდ-ადმირალ თრონის პირადი მცველია.[8] Celebration Orlando 2017-ზე დადასტურდა, რომ იგი გამოჩნდებოდა აჯანყებულების მეოთხე სეზონში და მას გაახმოვანებდა ვარსკვლავური ომების ვეტერანი უორიკ დეივისი.[9]

აჯანყებულების შემქმნელ დეივ ფილონის თქმით, რუქის ზებ ორელიოსთან სერიალის ბოლო ეპიზოდში "ოჯახის გაერთიანება – და დამშვიდობება" შეტაკება თავდაპირველად განსხვავებული იყო, მაგრამ იგი შეცვალეს, ვინაიდან, მისი აზრით, თავდაპირველი არასწორად ვითარდება და არ იყო საკმარისად "განსაკუთრებული".[7]

ზანმა არ იცოდა, თუ რა ბედი ეწეოდა რუქს სერაილში. თუმცა, YouTube-ის ფრანგულ არხთან La Tribune de Coruscant 2023 წლის 5 მაისის ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, რუქი, რომელიც მის წიგნებში ჩნდება, არ არის იგივე პერსონაჟი, რომელიც სერიალშია ნაჩვენები, რაც ნიშნავს, რომ "რუქი" შეიძლება იყოს წოდებაც.[10]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]