საბინ რენი იყო მანდალორელი მეომარი, რევოლუციონერი მეთაური გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ ადრეული ამბოხების ერთ-ერთი მეთაური. რენის ნახატების შთაგონებით შეიქმნა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის სიმბოლო. ბნელი მახვილის ფლობამ საბინი აქცია კლან რენის სიმბოლოდ და მანდალორის მოსახლეობას იმპერიისგან გათავისუფლების იმედი დაუბრუნა.
სანამ ამბოხებაში გადავიდოდა, რენი იყო მანდალორის იმპერიული აკადემიის კადეტი. იგი მონაწილეობდა იარაღის აწყობაში და იმედოვნებდა, რომ მათ მშვიდობის აღსადგენად ქმნიდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მისი ოჯახისა და ერის წინააღმდეგ გამოიყენეს. ვერ შეეგუა რა ასეთ დანაშაულში მონაწილეობას, რენმა მანდალორი დატოვა. იმპერიამ და დედამ, ურსა რენმა, კლანის მეთაურმა, იგი მოღალატედ გამოაცხადეს. გარკვეული დროის განმავლობაში საბინი მეგობარ, კეტსუ ონიოსთან ერთად ჯილდოზე მონადირის საქმიანობით ირჩენდა თავს. მოგვიანებით იგი გახდა ამბოხებულთა ჯგუფის წევრი, რომელშიც აგრეთვე შედიოდნენ კაპიტანი ჰერა სინდულა და ჯედაი კენან ჯარუსი. ხომალდ აჩრდილით მოგზაურები ებრძოდნენ იმპერიას და საბინის ნახატებს იყენებდნენ იმედის სიმბოლოებად. ისინი იქცნენ ამბოხებულთა უფრო მასშტაბური მოძრაობის ნაწილადაც, თუმცა რენის ნამუშევრები კვლავ შთააგონებდნენ ამბოხებას.
იავინის ბრძოლამდე 2 წელს სით ლორდ და მანდალორის მმართველ დართ მოლის ძიებისას რენმა დათომირზე აღმოაჩინა ბნელი მახვილი. თავდაპირველად მასთან დაკავშირებით არანაირი გეგმები ჰქონია, მაგრამ ჯარუსმა და ამბოხებაში გაწევრიანებულმა ფენ რაუმ, კონკორდ დოუნის მანდალორელმა დამცველმა, დაარწმუნეს იგი, აეთვისებინა ხმლის გამოყენება, რათა მანდალორელთა დახმარების საშუალება და მათი ამბოხებაში გაერთიანების საშუალება ჰქონოდა. რენი დაუბრუნდა ოჯახს და დაარწმუნა იმპერიის ღალატის თაობაზე. მისი ძალისხმევით მანდალორის იმპერიული მეფისნაცვალი, გარ საქსონი, ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს. მანდალორულ სამოქალაქო ომში მონაწილეობის შემდგომ საბინი დაუბრუნდა თავად ამბოხებულთა ალიანსის ბრძოლას იმპერიის წინააღმდეგ.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკლავური ომები: მოკლემეტრაჟიანი ფილმი (2015, ეპიზოდი 10: ამბოხებულთა უსამართლობა))
- Disney Infinity 3.0
- Angry Birds Star Wars II
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – მისია მოს-აიზლიში (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Force Awakens (DLC)
- ასეთი მეგობრები (მხოლოდ გამოსახულება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ვიზუალური ცნობარი
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 საბინის გამოჩენი ნაწყვეტი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: პირისპირ
- ↑ 5.0 5.1
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – კონკორდ-დოუნის დამცველი
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – წყვდიადიდან
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – იერიშის დრო
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – ხელოვნების იერიში
- ↑ ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ლოთალის ალყა
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – ამბოხების სახელით
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – ბნელი მახვილის გამოცდები