ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

Template:Eras

გაფრთხილება: ამ ინფოდაფის შემდეგი პარამეტრები უცნობია: era


საბინ რენი იყო მანდალორელი მეომარი, რევოლუციონერი მეთაური გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ ადრეული აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. რენის ნახატების შთაგონებით შეიქმნა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის სიმბოლო. ბნელი მახვილის ფლობამ საბინი აქცია კლან რენის სიმბოლოდ და მანდალორის მოსახლეობას იმპერიისგან გათავისუფლების იმედი დაუბრუნა.

სანამ აჯანყებაში გადავიდოდა, რენი იყო მანდალორის იმპერიული აკადემიის კადეტი. იგი მონაწილეობდა იარაღის აწყობაში და იმედოვნებდა, რომ მათ მშვიდობის აღსადგენად ქმნიდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მისი ოჯახისა და ერის წინააღმდეგ გამოიყენეს. ვერ შეეგუა რა ასეთ დანაშაულში მონაწილეობას, რენმა მანდალორი დატოვა. იმპერიამ და დედამ, ურსა რენმა, კლანის მეთაურმა, იგი მოღალატედ გამოაცხადეს. გარკვეული დროის განმავლობაში საბინი მეგობარ, კეტსუ ონიოსთან ერთად ჯილდოზე მონადირის საქმიანობით ირჩენდა თავს. მოგვიანებით იგი გახდა აჯანყებულთა ჯგუფის წევრი, რომელშიც აგრეთვე შედიოდნენ კაპიტანი ჰერა სინდულა და ჯედაი კენან ჯარუსი. ხომალდ აჩრდილი მოგზაურები ებრძოდნენ იმპერიას და საბინის ნახატებს იყენებდნენ იმედის სიმბოლოებად. ისინი იქცნენ აჯანყებულთა უფრო მასშტაბური მოძრაობის ნაწილადაც, თუმცა რენის ნამუშევრები კვლავ შთააგონებდნენ აჯანყებას.

იავინის ბრძოლამდე 2 წელს სით ლორდ და მანდალორის მმართველ დართ მოლის ძიებისას რენმა დათომირზე აღმოაჩინა ბნელი მახვილი. თავდაპირველად მასთან დაკავშირებით არანაირი გეგმები ჰქონია, მაგრამ ჯარუსმა და აჯანყებაში გაწევრიანებულმა ფენ რაუმ, კონკორდ დოუნის მანდალორელმა დამცველმა, დაარწმუნეს იგი, აეთვისებინა ხმლის გამოყენება, რათა მანდალორელთა დახმარების საშუალება და მათი აჯანყებაში გაერთიანების საშუალება ჰქონოდა. რენი დაუბრუნდა ოჯახს და დაარწმუნა იმპერიის ღალატის თაობაზე. მისი ძალისხმევით მანდალორის იმპერიული მეფისნაცვალი, გარ საქსონი, ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს. მანდალორულ სამოქალაქო ომში მონაწილეობის შემდგომ საბინი დაუბრუნდა თავად აჯანყებულთა ალიანსის ბრძოლას იმპერიის წინააღმდეგ.

შენიშვნები და სქოლიო

  1. ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული
  2. 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ილუსტრირებული ცნობარი
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 საბინის გამოჩენი ნაწყვეტი
  4. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: პირისპირ
  5. 5.0 5.1 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიკონკორდ-დოუნის დამცველი
  6. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიწყვდიადიდან
  7. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიიერიშის დრო
  8. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიმხატვრობის იერიში
  9. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ლოთალის ალყა
  10. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიაჯანყების სახელით
  11. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიბნელი მახვილის გამოცდები


კატეგორია:მხატვრები კატეგორია:ჯილდოზე მონადირეები კატეგორია:გალაქტიკური იმპერიის კადეტები კატეგორია:კლანი რენი კატეგორია:ადამიანები კატეგორია:იმპერიისგან განდგომილები კატეგორია:მანდალორელები კატეგორია:სპექტრების წევრები კატეგორია:მონები

Advertisement