საბოლოო ორდენი, იგივე მარადიული სითების ფლოტი, სითების ფლოტი, სითების იმპერია და სითების არმადა, ეწოდებოდა ზისტონის კლასის ვარსკვლავური ნაღმოსანის მასიურ ფლოტს, რომლებიც სითი ლორდის, დართ სიდიუსის სითების კულტის მიმდევრებმა, საიდუმლოდ ჩამოაყალიბეს პლანეტა ექსეგოლზე. სითი სამხედროებისგან შემდგარ ჯართან ერთად, ეს იყო ათასწლეულის წინ ჩაფიქრებული გეგმის ნაწილი. ყოველი ვარსკვლავური ნაღმოსანი აღჭურვილი იყო აქსიალური სუპერლაზერით, რომელსაც მთლიანი სამყაროს განადგურება შეეძლო. საბოლოო ორდენის მთავარ მიზანს წარმოადგენდა გალაქტიკაში სითების იმპერიის შეიარაღებული ძალების მეშვეობით კვლავ და სამარადისოდ გაბატონებას.
პირველი ორდენის (გალაქტიკური იმპერიის მემკვიდრის) წინააღმდეგ წინააღმდეგობის ომის პარალელურად მარადიულმა სითებმა, სითების რელიგიის მიმდევრებმა, შექმნეს ისტორიაში უდიდესი არმადა. საბოლოო ორდენის არსებობის შესახებ უზენაესმა მეთაურმა კაილო რენმა შეიტყო დაბრუნებული ბნელ ლორდ დართ სიდიუსისგან, რომელმაც დართ ვეიდერის მემკვიდრეს შესთავაზა, წაეყვანა ფლოტი და გალაქტიკაში ახალი იმპერატორის სახით გაბატონებულიყო.
მართალია, რენმა ძალის ბნელი მხარე საბოლოოდ დატოვა, სიდისმა გეგმების განხორციელება დაიწყო თავდადებული გენერალ ენრიკ პრაიდის თანაშემწეობით. დერიფანმა, ერთ-ერთმა მრავალ ვარსკვლავურ ნაღმოსანთაგან, რომლებიც საბოლოო ორდენში შედიოდნენ, თავისი სიმძლავრე გალაქტიკას წარუდგინა კიჯიმის განადგურებით. სიდიუსის მიერ სითების იმპერიის აღდგენის აღსაკვეთად წინააღმდეგობის ფლოტი უცნობ რეგიონებში გაემგზავრა, რათა ეცადა ახალი რეჟიმის დამხობა.
ექსეგოლის ბრძოლა სიდიუსისა თუ მისი მიმდევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. საბოლოო ორდენი წინააღმდეგობის და სამოქალაქო ფლოტის მიერ განადგურდა. პირველი ორდენის შეიარაღებულ ძალებს ღიად შეუტია მრავალმა სამყარომ, რომელთა შორის იყვნენ ბესპინი, ჯაკუ და ენდორი, ნაბუ, კორელია და კორუსანტი.
გამოჩენები[]
- სითების ჩრდილი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- სითების ჩრდილი, აუდიოწიგნი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა, აუდიოწიგნი
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი, აუდიოწიგნი
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გრაფიკული რომანი
- ხოტბა სნეპს — ვარსკვლავური ომები (2020) 25
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
- საბოლოო რგოლი – ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გალაქტიკური ცნობარი
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი (პირველად ნახსენები როგორც მარადიული სითების ფლოტი)
- ვარსკვლავური ომების წიგნი (პირველად ნახსენები როგორც სითების იმპერია)
- საბოლოო ორდენი და ექსეგოლის ბრძოლა — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ადმირალი გრისი Databank-ში (არქივის ბმული) (პირველად ნახსენები როგორც სიტების არმადა)
- სითები Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- TIE ვარსკვლავური გამანადგურებელი Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი განსაზღვრავს, რომ სკაიუოკერის აღზევების მოვლენები ვითარდება „სტარკილერის“ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ. „სტარკილერის“ უბედურების თარიღი, როგორც ამას უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 34 იბშ. ამრიგად, სკაიუოკერის აღზევებაში, რომელშიც ნაჩვენებია მარადიული სითების ფლოტის განადგურება, მოვლენათა განვითარების დროა 35 იბშ.
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი