
Lucasfilm-მა და Lucas Licensing-მა ვარსკვლავური ომების ლეგენდებისთვის შეიმუშავეს რვა საგამომცემლო ეპოქა. ასეთი გზით, უსასრულობების ეპოქის ჩათვლით, ვარსკვლავური ომების ქრონოლოგია დაყოფილია ეპოქებად, რომელთაგან ყოველს საკუთარი დასახელება აქვს.
ეპოქების სიმბოლოები გამოყენებული იყო თითქმის ყველა რომანის, საბავშვო წიგნის, როლური თამაშის, მეგზურის, კომიქსის და აუდიოწიგნის ყდაზე — ყველა გამოცემაზე, რომელიც ქვეყნდებოდა 2000 წლის 26 ოქტომბრიდან 2014 წლის 25 აპრილს ახალი კანონის გამოცხადებამდე. ამრიგად, ფანებს შეეძლოთ იმის დადგენა, თუ რომელ ეპოქას ეკუთვნოდა ესა თუ ის ნაშრომი. დროთა განმავლობაში ეპოქების სახელწოდებები შეიცვალა და დაემატა დანარჩენები. მაგალითად, სითების ეპოქას ეწოდა ძველი რესპუბლიკის ეპოქა, ხოლო რესპუბლიკამდელი ეპოქა ქრონოლოგიას დაემატა ჯედაების გარიჟრაჟის გამოჩენასთან ერთად.
გალაქტიკური ისტორიის ეპოქები[]
რესპუბლიკამდე (37,000 – 25,000 იბ)[]
ამ ეპოქაში შედის ჯედაების ორდენის ადრეული პერიოდი. ბირთვის პლანეტა ტაითონზე იკვლევენ ძალას. კოსმოსში მოგზაურობა ამ დროს არ არის ფართოდ გავრცელებული, თუმცა რაკატანების უსასრულო იმპერია ნაცნობი სამყაროების ფარგლებამდე აღწევს. ამ დროს ბნელი ძალის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით აძლიერებენ ტექნოლოგიას, რათა დაამარცხონ მოწინააღმდეგენი.
მართალია, ეს ეპოქა მოიცავს დაახლოებით 12,000 წელიწადს, მასთან დაკავშირებული ერთი ამბის მოვლენათა განვითარების დროა 25,793 იბ. უცხომიწელთა გამოსვლაში აღწერილია ადრეული ისტორიები, დაკავშირებული გაფართოებულ სამყაროსთან
ძველი რესპუბლიკის ეპოქა (25,000 – 1000 იბ)[]

ამ ეპოქაში შედის გალაქტიკური რესპუბლიკის ადრეული წლები. აღწერილია მისი დამცველები, ჯედაების ორდენის წევრები და მათი მტრები, სითები. რესპუბლიკის დაარსების დროიდან ჩნდება სითების რამდენიმე იმპერია. ყველაფერს დაღს დაუსვამს ბნელეთის საძმოს რუუსანის მეშვიდე ბრძოლისას დამარცხება და რესპუბლიკის რუუსანის რეფორმირებისას აღორძინება.
ეს ეპოქა მოიცავს 24.000 წელიწადს, მაგრამ მასთან დაკავშირებული ყველაზე ადრეული ამბის განვითარების დროა 5000 იბ. რესპუბლიკის ყველაზე ადრეული ათასწლეულები აღწერილია მხოლოდ ისტორიასა და ლეგენდებში.
იმპერიის აღზევების ეპოქა/კლონების ომები (1000 – 0 იბ)[]

ამ ეპოქაში რესპუბლიკა ყვავის. თუმცა, სითბეი, დართ ბეინის წინამძღოლობით, ფარულად გეგმავენ რესპუბლიკისა და ჯედაების წინააღმდეგ შეთქმულებას. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სითების გეგმების გამგრძელებელი, პალპატინი, იგივე დართ სიდიუსი, სითების ბნელი ბატონი, იწვევს მოვლენებს, რომლებსაც მოჰყვება კლონების ომები, კონფლიქტი, რომელიც მთელ გალაქტიკას მოედო.
კლონების ომების მიწურულს პალპატინის გეგმა საბოლოოდ მთავრდება ანაკინ სკაიუოკერის დართ ვეიდერად გარდაქმნით, ჯედაების დიდი წმენდით და გალაქტიკური იმპერიის დაარსებით. თუმცა, გალაქტიკა უიმედოდ არ არის, ვინაიდან ჩნდებიან სხვა გმირები, მაგალითად — ჰან სოლო და ლენდო კალრისიანი.
აჯანყების ეპოქა (0 – 5 იბშ)[]

რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის დაარსების შემდეგ ლუკ სკაიუოკერი თავის მომავალს პოულობს: მას სურს, გახდეს ჯედაი, როგორც მისი მამა. ობი-ვან კენობის და მოგვიანებით — იოდას, რესპუბლიკის უკანასკნელი ოსტატი ჯედაების სწავლებით იგი ცოდნას იძენს, გადაარჩენს პრინცესა ლეიას, უერთდება აჯანყებულთა ალიანსს და იავინის ბრძოლისას ანადგურებს იმპერიის ძლევამოსილ იარაღს, სიკვდილის ვარსკვლავს.
გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს მასთან ერთად უამრავი დიდი გმირი იბრძვის. ეს ომი მოიცავს პერიოდს იავინის ბრძოლიდან ჰოთიდან გაქცევამდე, შემდეგ კი — ენდორის ბრძოლამდე, რომლის დროს იმპერატორი (თუმცა — არა მთლიანი იმპერია) ნადგურდება. აჯანყება აარსებს ახალ რესპუბლიკას, შემდეგ კი ებრძვის სხვადასხვა დამპყობლებს — სსი-რუუკებს, ნაგაენს, ტოფებს და ყოფილ იმპერიელ მხედართმთავრებს.
ამ ეპოქასთან დაკავშირებულია ყველაზე დიდი რაოდენობის მედია.
ახალი რესპუბლიკის ეპოქა (5 – 25 იბშ)[]

ამ პერიოდში ახალი რესპუბლიკა მოედება მთელ გალაქტიკას. იგი ათავისუფლებს მრავალ დაპყრობილ პლანეტას, მათ შორის — გალაქტიკის დედაქალაქ კორუსანტს. მიუხედავად ამისა, სრული მშვიდობა ჯერ შორია. ყოფილი იმპერიელი მეთაურები (მათ შორის — ისან აისარდი, ზინჯი, გრანდ-ადმირალი თრონი, ადმირალი დაალა და გაცოცხლებული პალპატინის კი) უპირისპირდებიან ამ რეჟიმს. იმპერიის ნამსხვრევების გარდა რესპუბლიკას ელის ბრძოლა მრავალ გარე თუ შიდა საფრთხესთან.
ახალი რესპუბლიკა ცდილობს გახლეჩილ გალაქტიკაში მშვიდობის დამყარებას. ამ დროს ლუკ სკაიუოკერი ხდება ოსტატი ჯედაი და სურს, შექმნას ჯედაების ახალი ორდენი. იგი აგრეთვე გაიცნობს ყოფილ იმპერიელ ლიკვიდატორ მარა ჯეიდს, რომელთანაც შემდგომში იქორწინებს. ჰან სოლო და პრინცესა ლეია ასევე ქორწინდებიან და მათ ჰყავთ სამი შვილი — ჯეინა, ჯეისენი და ანაკინი. გალაქტიკური სამოქალაქო ომის საბოლოო დასრულება მოხდა პელეონის—გევრისონის ზავით. ლუკის დისწულები ხდებიან მისი, როგორც ჯედაის, შეგირდები.
ჯედაების ახალი ორდენის ეპოქა (25 – 36 იბშ)[]

ამ ეპოქაში გალაქტიკა დაიპყრეს გარეგალაქტიკურმა იუუზან-ვონგებმა. საფრთხე ემუქრებოდა რესპუბლიკას, ჯედაების ახალ ორდენს, იმპერიულ ნამსხვრევს და ჩისების დომინაციას. დაიღუპა უამრავი გმირი, გაუდაბურდა მრავალი პლანეტა. თავისუფალი ალიანსების გალაქტიკური ფედერაციის ჩამოყალიბებით რესპუბლიკის ნარჩენები გაერთიანდნენ სხვა ფრაქციებთან. ხუთწლიანი ომის მიწურულს ალიანსმა გაიმარჯვა.
რამდენიმე წლის შემდეგ ალიანსი ახალ კრიზისს შეაჯახა. გამოჩნდა კილიკების ცივილიზაცია, რომელსაც მართავდა ბნელი ბუდე. ძალის ბნელი მხარის ამ მიმდევრებმა გამოიწვიეს კრიზისი ალიანსის რიგებში, რომელსაც მოჰყვა დიდი ომი.
მემკვიდრეობის ეპოქა (37 იბშ—)[]

მართალია, ამ ეპოქის დაწყების ზუსტი წელი, 40 იბშ, ცნობილია, დასრულების წელი უცნობია. გალაქტიკურ ალიანსს და ჯედაების ახალ ორდენს კვლავ დაუდგა მრავალწლიანი ომების თუ მშვიდობის წლები. ალიანსში განხეთქილების საფრთხე ჩნდება წინა ომებში მოკავშირეთა მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს მოწინააღმდეგე ბანაკებში მოხვედრისას. ჯეისენ სოლოს ამ პერიოდში ეწვევა და იხმობსს იდუმალი ბოროტი ვინმე, რომელიც აგრეთვე ჩნდება ლუკ სკაიუოკერის ხილვებში. სოლო ხდება სითების ბნელი ბატონი, დართ კეიდუსი. მის წინააღმდეგ ყველა ძალის გაერთიანებით მოხდა მშვიდობის დამყარება. მისი აღსასრულის შემდეგ ალიანსი გახლეჩილია და უპირატესობა კვლავ იმპერიის მხარეს არის.
თითქმის ასი წლით თავზე სითების ორდენი და გალაქტიკური იმპერია გალაქტიკაში მმართველ ძალებს წარმოადგენენ. კეიდ სკაიუოკერი, სკაიუოკერთა დარჩენილი მემკვიდრე, ჯედაების ორდენის ერთადერთი იმედია.
უსასრულობები[]

ამ ეპოქასთან დაკავშირებული ისტორიები არ ითვლება ვარსკვლავური ომების რომელიმე კანონის ნაწილად. ესენია უკვე ცნობილი ისტორიების ალტერნატიული ვერსიები, რომლებიც არ არის თანხმობაში სხვა მოვლენებთან. ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ღიად "ალტერნატიული სამყაროს" ისტორიებს, ვინაიდან მათში აღწერილი მნიშვნელოვანი მოვლენის განვითარება განსხვავდება მანამდე ცნობილისგან. ამ ეპოქაში აგრეთვე შედის პაროდიული მედია.
დამატებითი ბმულები[]
The World of Endless Possibilities StarWars.com-ზე (ორიგინალური საიტი უმოქმედოა)
ვარსკვლავური ომების ეპოქები Keeper of the Holocron — ლილანდ ჩის StarWars.com-ის ბლოგი (ორიგინალური საიტი უმოქმედოა)