ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

როგორი ძლიერი გახდი.“
„და ბოლომდე გაგწვრთნი. არა როგორც ძმა – არამედ როგორც შენი მასწავლებელი.
―სავაჟ ოპრესი და მისი ძმა, მოლი[12]

სავაჟ ოპრესი იყო დათომირელი ზაბრაკი, რომელიც კლონების ომების პერიოდში გახდა დართ ტირანუსის და მოგვიანებით ძმის, დართ მოლის შეგირდი.

დათომირზე ტომის მეთაურის შემდეგ ოპრესი, ღამის და ასაჟ ვენტრესის მიერ არჩევის და შერჩევის შემდეგ გახდა მისი „მეწყვილე“ და მსახური. ეს იყო ვენტრესის ყოფილ ბატონზე, დუკუზე შურისძიების გეგმის ნაწილი. ამ ჩანაფიქრის განხორციელებისას დედა ტელზინმა და ღამის დებმა, ბნელი მაგიის დახმარებით, ოპრესს მიანიჭეს შიშის მომგვრელი ფორმები და უნარები, როგორიც იყო ძალასთან ძლიერი, მოუთოკავი კავშირი და ღონე. ვენტრესისადმი ერთგულების ნიშნად ძმის, ფერალის მოკვლის შემდეგ, ოპრესი კლონების ომებში ჩაება როგორც ბნელი აკოლიტი, აღმასრულებელი დუკუს დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციაში.

ოპრესი მალევე ჩამოყალიბდა სახიფათო მეომრად და ანგარიშგასაწევ ძალად. თუმცა, მან მალევე მიხვდა, რომ ვენტრესი მას მხოლოდ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებდა. როდესაც ვენტრესმა დუკუს მახე დაუგო და მისი დაჭერა სცადა, ზაბრაკმა ორივეს უღალატა. დათომირზე დაბრუნებულს ტელზინმა დიდი ხნის წინ დაკარგული ძმის საპოვნელად გააგზავნა. ოპრესმა პოვნის თილისმა გამოიყენა და გაუცხოებულ და განადგურებულ მოლს მცირე ლოთოზე მიაგნო. ძმა მან დათომირზე დააბრუნა. ტელზინმა მოლს აღუდგინა როგორც გონება, ასევე ქვედა კიდურები. მან, ოპრესთან ერთად, დაიწყო ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობიზე შურისძიების გეგმის განხორციელება. ამისთვის ორი ძმა თავდაპირველად გალაქტიკაში ქაოსს თესავდა.

ოპრესი შემდგომში, ორთა წესის თანახმად, ძმის შეგირდი გახდა. მას შემდეგ, რაც ფლორუმზე კენობისთან ბრძოლისას სავაჟმა ხელი დაკარგა, გაქცეულები შეუერთდნენ პრე ვიზლას და სიკვდილის მზირებს. ჩრდილების კოლექტივის შემადგენლობაში ზაბრაკი კვლავ ძმის ჩანაფიქრის ერთგული იყო. მანდალორის დაპყრობის და ობი-ვანის საყვარლის, ჰერცოგინია სატინ კრიზის მოკვლის შემდეგ პლანეტაზე ჩავიდა მოლის ძველი მასწავლებელი, დართ სიდიუსი, რომელიც ორ ზაბრაკს სახიფათო ძალად თვლიდა. მათთან შეტაკებისას სითმა ლორდმა ოპრესი სასიკვდილოდ დაჭრა. სიკვდილამდე, როდესაც ღამის დების მაგია მის სხეულს ტოვებდა, მან ძმასთან აღიარა, რომ არასოდეს იყო მისი მსგავსი.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 StarWars სავაჟ ოპრესი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  3. 3.0 3.1 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიუკანონო
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 4.9 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმხეცი
  5. მართალია, ინფორმაცია ოპრესის შესახებ Encyclopedia-ში განმარტავს, რომ მისი სიმაღლე 1.89 მეტრი იყო, ეს მონაცემი დუკუს მონაცემებთან შედარებით მცირეა. გრაფი დუკუს სიმაღლე შეადგენდა 1.93 მეტრს. ვინაიდან გარდაქმნის შემდგომი ოპრესი ეპიზოდში მხეცი დუკუზე მაღალია, უნდა ჩაითვალოს, რომ ინფორმაცია Encyclopedia-ში ეხება მის სიმაღლეს გარდაქმნამდე.
  6. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
  7. StarWars კლონების ომების ეპიზოდების ცნობარი: მხეცი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  8. 8.0 8.1 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიამაღლება
  9. 9.0 9.1 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიალქაჯები ნისლიდან
  10. Star-Wars-Shatterpoint-Logo Star Wars: ShatterpointWitches of Dathomir Squad Pack
  11. 11.0 11.1 ვარსკვლავური ომების სუპერგრაფიკა: შორეული, შორეული გალაქტიკის ვიზუალური ცნობარი
  12. 12.0 12.1 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიაღორძინება
Advertisement