სავაჭრო ფედერაცია იყო მეგაკორპორაცია, რომელიც მოქმედებდა როგორც ვარსკვლავთშორისი გადამზიდი და სავაჭრო კონგლომერატი. გალაქტიკური რესპუბიკის უკანასკნელ წლებში მისი ძალაუფლება იმდენად გაიზარდა, რომ გალაქტიკურ სენატში საკუთარი წარმომადგენლებიც ჰყავდა. დაარსდა რა აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში, იავინის ბრძოლამდე 350 წელს, იგი მოედო გარე რგოლს და ჰყავდა პირადი შეიარაღებული ძალები. დროთა განმავლობაში მისი რესპუბლიკასთან დაპირისპირება იქცა ათწლეულების განმავლობაში აქტიურ ბრძოლად, ვინაიდან ფედერაციის მასშტაბი, პრესტიჟი და ძალაუფლება ნეიმოიდიელთა ხელთ გაიზარდა. სავაჭრო ფედერაცია ზოგიერთ პლანეტას დაძალებით ითანხმებდა განსაკუთრებულ შეთანხმებებზე და, ზოგიერთ შემთხვევაში, აძლევდა პლანეტების ბლოკადის და ამა თუ იმ სისტემის პოლიტიკის მართვის საშუალებას. კლონების ომების შემდეგ გალაქტიკურმა იმპერიამ ფედერაციას — კერძოდ, მის ნარჩენებს — არსებობის ნება დართო. საბოლოოდ, ფედერაცია, იმპერიული სენატის დათხოვნის შემდეგ, დაიშალა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑ ნუტ განრეი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ კრიზისი ნაბუზე – ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 სავაჭრო ფედერაცია Encyclopedia-ში (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
- ↑ 5.0 5.1 შედეგები
- ↑ დართ მოლი (2017) 1
- ↑ სავაჭრო ფედერაცია Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 8.0 8.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑ Star Wars: Build the Millennium Falcon 52 (Guide to the Galaxy: ნეიმოიდიის ისტორია)
- ↑ Star Wars Bust Collection 13 (Star Wars Universe: სავაჭრო ფედერაცია)
- ↑ Star Wars: Build the Millennium Falcon 31 (Guide to the Galaxy: სტუმრობა კეიტო-ნეიმოიდიაზე)
- ↑ ძმობა