ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

სათვალთვალო გადამცემები წარმოადგენდნენ ვიწრო არეალის სენსორებს, რომლებსაც ჯილდოზე მონადირეები ნადავლზე სანადიროდ იყენებდნენ. ჯილდოზე მონადირეებს, რომლებიც იღებდნენ ახალ დავალებას, ჰქონდათ წვდომა ჯაჭვურ კოდზე — პიროვნების აღმნიშვნელზე, რომელშიც შედიოდა ბიოგრაფიული ინფორმაცია. ეს კოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სათვალთვალო გადამცემის მუშაობაში.[3]

სამიზნის დაჭერის შემდეგ გილდიის წევრი დაჭერილის სხეულს სენსორით ამოწმებდა და მას ადარებდა გადამცემზე არსებულ ჯაჭვურ კოდს. წარმატების შემთხვევაში დაჭერილის ვინაობა დასტურდებოდა.[3]

იავინის ბრძოლიდან 9 წელს ჯილდოზე მონადირეთა გილდიამ მონადირეები ასეთი გადამცემებით აღჭურვა. სხვადასხვა დროს გადამცემებში აღრიცხულნი იყვნენ მითროლი, დინ გროგუ, ფენეკ შენდი და კაბა ბაიზი — მათ ეძებდა მანდალორელი ჯილდოზე მონადირე დინ ჯარინი.[1]

კადრს მიღმა[]

სათვალთვალო გადამცემები პირველად გამოჩნდა Disney+-ის ტელესერიალ მანდალორელის პირველ ეპიზოდში, თავი 1: მანდალორელი[1], რომელიც გამოვიდა 2019 წლის 12 ნოემბერს.[4]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement