ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რი.

საიენა რი, ნომრით LP888, იყო ქალი პირველი ტალღის წარმომადგენელი პლანეტა ჯელუკანიდან. გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს იგი გალაქტიკური იმპერიის მხარეს იბრძოდა. ჯელუკანიზე იზრდებოდა და მეგობრობდა თეინ კაირელთან, მეორე ტალღის წარმომადგენელთან ერთად. ორივეს მოსწონდა ფრენა. ჯელუკანის აკადემიის მოსამზადებელი კურსების დროს ორივე მოხვდა კორუსანტის პრესტიჟულ სამეფო იმპერიულ აკადემიაში. ამ პერიოდში მათი ურთიერთობა უფრო რომანტიკულში გადაიზარდა.

ალდერაანის განადგურებამ რის და კაირელის ურთიერთობაზე ირიბი დამანგრეველი გავლენა იქონია. იმ დროს, როდესაც რი კვლავ იყო გალაქტიკური იმპერიის ერთგული, კაირელი იმპერიის სისასტიკემ იმედგაცრუებამდე მიიყვანა. იგი გაიქცა და რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის რიგებს შეუერთდა. მიუხედავად ომის სხვადასხვა მხარეს მოხვედრისა, ორივეს ერთმათი კვლავ უყვარდა. გარკვეული დროის შემდეგ იმპერიის მიმართ მისმა ნდობამ იკლო, როდესაც ის უკვე ფლოტის კაპიტანი გახდა — მისი დედა, ვერინ რი, დააპატიმრეს ისეთი დანაშაულის გამო, რომელიც, როგორც საიენა ფიქრობდა, სინამდვილეში იმპერიელმა გუბერნატორმა ჩაიდინა.

ენდორის ბრძოლის შემდეგ რი მძიმე დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. მოგვიანებით იგი დაინიშნა „იმპერიული“ კლასის ვარსკვლავურ ნაღმოსანდამზარალებლის“ კაპიტნად. ჯაკუს ბრძოლის დროს რი და კაირელი სხვადასხვა მხარის წარმომადგენლების სახით ერთმანეთს ებრძოდნენ. კაირელი, ახალი რესპუბლიკის სახელით, „დამზარალებლის“ აბორდაჟით აღებაში მონაწილეობდა. რიმ სცადა ხომალდის ჯაკუზე შეჯახებით განადგურება, რათა ახალ რესპუბლიკას ვარსკვლავური ნაღმოსანი არ მიეთვისებინა, მაგრამ კაირელმა [[ბოგა (კოსმოსური ხომალდი)|სამეთაურო ბოგაზე შეაღწია და ის ძალით გადაარჩინა. ორივე გადარჩა, რი კი ახალმა რესპუბლიკამ დააპატიმრა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement