ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

საიფო-დიასი იყო მამაკაცი, ოსტატი ჯედაი პლანეტა მინაშიდან, რომელმაც კამინოანებს კლონების ომების დაწყებამდე ათწლეულით ადრე დაავალა რესპუბლიკის დიადი ჯარის შექმნა. კასანდრული სამყაროებიდან მოსული, იგი ფლობდა ნიჭს, რომელიც მოვლენათა წინასწარ განჭვრეტაში ეხმარებოდა. ჯედაების უზენაესი საბჭოში იგი შევიდა ნაბუზე შეჭრამდე. როდესაც ხილვებში წარუდგა ომი, რომელიც გალაქტიკას მოედებოდა, ჩათვალა, რომ გალაქტიკური რესპუბლიკა გამარჯვებას ჯარის გარეშე ვერ მიაღწევდა. სხვა ჯედაებმა მის ამ ინიციატივაზე უარი თქვეს და მოგვიანებით საბჭო დაატოვებინეს. მიუხედავად ამისა, მან ჩანაფიქრი ფარულად განახორციელა და კამინოან მაკლონირებლებს თავად ესაუბრა, დაარწმუნა რა, რომ საბჭო და გალაქტიკური სენატი რესპუბლიკისთვის ჯარის მომზადებას სთხოვა. ამ ნაბიჯით მისი და სითების გზები გადაიკვეთა — პროექტის საკუთარ ხელში ჩაგდება მათ თავად სურდათ.

ნაბუზე შეჭრის პერიოდში უზენაეს კანცლერ ფინის ვალორუმის თხოვნით საიფო-დიასი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა პაიკების სინდიკატის წარმომადგენლებთან და ობა-დიაზე გაემგზავრა ვალორუმის უფლებამოსილ თანაშემწე სილმანის თანხლებით. თუმცა, სითმა ლორდმა დართ ტირანუსი|დართ ტირანუსმა პაიკები დაიქირავა, რათა მათ ჩამოეგდოთ ჯედაის მაქო და მათ ეს ხომალდი ობა-დიას მთვარესთან ჩამოაგდეს. საიფო-დიასი დაიღუპა ავარიული დაშვებისას, მაგრამ სილმანი გადარჩა და პაიკების პატიმრობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ტირანუსმა და მისმა მასწავლებელმა, დართ სიდიუსმა, დააფინანსეს კლონი სამხედროების ჯარი, დაიქირავეს ჯილდოზე მონადირე ჯენგო ფეტი, რომელიც გახდა კლონირების დონორი, კამინოანებს დაავალეს კლონების თავებში ბრძანება 66-ის მატარებელი სამართავი ბარათების დამატება (რომლებიც საიფო-დიასის ჩანაფიქრებით, სინამდვილეში უნდა ყოფილიყო კლონებისთვის გაცემული ღალატთან დაკავშირებული ბრძანებების საწინააღმდეგო სამართავი საშუალებები) და ჯედაების ორდენი აიძულეს, ჯარის მართვა საკუთარ ხელში კლონების ომების დაწყებისთანავე აეღოთ. მხოლოდ წლების შემდეგ ჯედაები მიხვდნენ, თუ რა ჩაიფიქრეს სითები და გაირკვა საიფო-დიასის ბედიც.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement