- "ეს ადგილი უძველესია. როგორც სამყარო სამყაროთა შორის."
- ―ასოკა ტანო
სამყარო სამყაროთა შორის, იგივე ადგილი ადგილებს შორის,[2]ვერგენციების დაშლა და არმყოფობის სამყარო[3] ეწოდებოდა ძალაში არსებულ იდუმალ სივრცეს, რომელშიც მდებარეობდა დროსა და კოსმოსს შორის არსებული მრავალი კარი და გზა, რომლებიც ერთმანეთს უერთდებოდნენ. მანამდე იგი აღწერილი იყო მორტისის ღმერთების უძველეს ფრესკაზე, რომელიც გამოსახული იყო პლანეტა ლოთალის ჯედაების ტაძრის კედელზე.[4] ამ ადგილთან კავშირი ჰქონდათ ლოთ-მგლებს, რომლებსაც მასში მოხვედრა თავისუფლად შეეძლოთ — როგორც ჰიპერსივრცეში. დართ სიდიუსი, გალაქტიკური იმპერიის მმართველი ცდილობდა მასში შეღწევას, ვინაიდან ეს მას წარმოუდგენელ ძალაუფლებას მისცემდა — როგორც მინისტრი ვერის ჰაიდენი ფიქრობდა — სამყაროს სრული მართვის საშუალებას.[1]
ჯედაი ეზრა ბრიჯერმა ჩაშალა სიდიუსის გეგმა, როდესაც აღმოაჩინა სივრცეში მოხვედრის საშუალება. გადაარჩინა რა ასოკა ტანო წარსულიდან, მისი სამყაროთა შორის სამყაროში შეთრევით, მოგვიანებით სიდიუსს შეხვდა, რომელიც სივრცეში შესვლას ძალის მცოდნეთა მეშვეობით ცდილობდა. თუმცა, ბრიჯერიც და ტანოც დროის საკუთარ მონაკვეთებს დაუბრუნდნენ. ეზრამ დახურა პორტალი და ჯედაების ტაძარი დაინგრა, მოიყოლა რა ჰაიდენი.[5]
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები, ვებკომიქსი
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ეზრას დუელი საფრთხესთან
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "ჯედაის გზა" (პირველი გამოჩენა)
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "სიბნელის საბურველი"
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "მოკეთეები"
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "მგლები და კარი"