ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

სარკო პლანკი, იგივე მეჯართე, იყო მამრობითი სქესის მელიტო რონინი, რომელიც კლიენტებისთვის ეძებდა მნიშვნელოვან არტეფაქტებს, ხოლო მათი მიწოდებისას მათ კლავდა. იავინის ბრძოლის შემდეგ მან მომავალი ჯედაი ლუკ სკაიუოკერი მიიყვანა პლანეტა დევარონზე მდებარე იდიტის ტაძარში, იმ იმედით, რომ ჯედაი სასახლეში შეღწევაში დაეხმარებოდა (პლანკი დარწმუნებული იყო, რომ მის ქვედა სართულებზე ინახებოდა დიდძალი განძეული). ლუკმა მისგან ნამდვილი ზრახვების შემდეგ შეიტყო იმ დროს, როდესაც პლანკმა გამოიყენა ელექტროკვერთხი. ლუკი მას შეებრძოლა მამის სინათლის მახვილით და პლანკი მოისროლა ტაძრის ქვესკნელში, თუმცა ძალის მეშვეობით იგრძნო, რომ იგი გადარჩა. შემდგომში, სარკომ იცოცხლა სულ მცირე, 30 წელი ენდორის ბრძოლიდან.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის უცხომიწელები
  2. შავი შპილის მოვლენები იწყება ძალის გამოღვიძების პარალელურად, შემდეგ კი ვითარდება ერთი თვის შემდეგ, როდესაც წინააღმდეგობა ბატუუზე ფეხს იკიდება. ისინი მთავრდება რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც პირველი ორდენი პლანეტას იპყრობს და იწყება ბატუუს ბრძოლა. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ნახსენები ფილმის და ბატუუს ბრძოლის მოვლენების თარიღებია 34 იბშ, ყველაფერი, რაც შედის Galaxy's Edge-ის და დაკავშირებულ მედიაში, ბატუუს ბრძოლის ჩათვლით ან ფილმის და ბრძოლის შუალედური მოვლენების ასახვით, აღწერს იავინის ბრძოლიდან 34 წელს მიმდინარე მოვლენებს. GalaxysEdgeLogo icon Star Wars: Galaxy's EdgeStar Wars: Datapad უთითებს, რომ პლანკი იყო 59 წლის Star Wars: Galaxy's Edge-ის მოვლენების დროს, რაც ნიშნავს, რომ მისი დაბადების წელია დაახლოებით 25 იბ.
  3. 3.0 3.1 3.2 StarWars-DatabankII სარკო პლანკი Databank-ში (არქივის ბმული)
  4. GalaxysEdgeLogo icon Star Wars: Galaxy's EdgeStar Wars: Datapad
  5. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  6. ჯედაის იარაღი: ლუკ სკაიუოკერის თავგადასავალი
Advertisement