ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Advanced sensors

გაფართოებული სენსორული სისტემა

სენსორი იყო ერთ-ერთი რთული მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელი იყო ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მოიპოვება. როგორც წესი, იგი დამაგრებული იყო რამე სახის ტრანსპორტზე და აგროვებდა მასთან დაკავშირებულ ცნობებს, რითაც ტრანსპორტის პატრონს საფრთხეებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა. პასიური რეჟიმის სენსორებით ადგილობრივი ზონების სკანირება ხდებოდა, სკანირების რეჟიმის სენსორები უფრო შორეულ მანძილზე მუშაობდნენ და ყველა მიმართულებით იმპულსების გავრცელებით მონაცემებს თავს უყრიდნენ, ხოლო ძიების რეჟიმის სენსორები მუშაობდნენ კონკრეტულ ზონაზე, რათა შემდგომში ინფორმაციის უფრო ვრცელი შესწავლა შეეძლოთ. სკანირებული მონაცემები გადაიცემოდა სენსორის კომპიუტერში, საიდანაც მას ტრანსპორტის ოპერატორი ეცნობოდა. სენსორული სისტემები პრაქტიკული უპირატესობების გამო, ხომალდების დიდი ნაწილი აღჭურვილი იყო სენსორული კომპლექტებით, რომელთაც შეეძლოთ დიდი მასშტაბის სამუშაოების განხორციელება, როგორიც იყო კრონორადიაციის აღმოჩენა (რომელსაც ჰიპერსივრცეში მოხვედრისთანავე ყველა ხომალდი ავრცელებდა).[1][2]

მიუხედავად ამისა, შესაძლებელი იყო სენსორული სისტემების მოტყუებაც, რისთვის გამოიყენებოდა აღმოჩენის საწინააღმდეგო სისტემები (მაგალითად, შესანიღბავი მოწყობილობები ან ბუნებრივი მოვლენები — მზის რხევები, კოსმოსური რადიაცია და ასტეროიდული ველები.[1][3]

აჩრდილის“, მსუბუქი სატვირთო ხომალდ VCX-100-ის მსგავსი ხომალდები გამოირჩეოდნენ იმპერიული სენსორებისთვის თავის არიდების ფუნქციებით.[3]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement