ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია სავაჭრო ფედერაციის და სეპარატისტი ქვეითი ჯარის დროიდის მოდელი. იხილეთ აგრეთვე სხვა საბრძოლო დროიდები.

გავიგე, გავიგე.
―საბრძოლო დროიდ B1-ის დამახასიათებელი პასუხი — (აუდიო)მოსმენა (ინფ.)[წყარო]

სერია B1-ის საბრძოლო დროიდები, იგივე B1 საბრძოლო დროიდები, სტანდარტული საბრძოლო დროიდები, ჩხარუნები ან თუნუქები, წარმოადგენდნენ ბაკტოიდის საბრძოლო ავტომატების და ბაკტოიდის იარაღის სახელოსნოს მიერ წარმოებულ ძირითად საბრძოლო დროიდებს. მართალია, მათ დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ, დროიდები, დიზაინის გამო, მარტივად ნადგურდებოდნენ და საკუთარ მიზანს მხოლოდ დიდი ჯარის შემთხვევაში აღწევდნენ. მოდელის ადრეული ვერსიები ცენტრალური მართვის კომპიუტერით იმართებოდნენ. სუსტი წერტილების მიუხედავად, ისინი წარმოადგენდნენ სავაჭრო ფედერაციის დროიდების ჯარის ძირითად ჯარისკაცებს. დროიდების ჯარის მიერ დაწყებულ დიდ ოპერაციებს შორის აღსანიშნავია შეჭრა ნაბუზე, რის შემდეგაც მათი დესანტი ნაბუს დედაქალაქ თიდში შევიდა. სავაჭრო ფედერაციის მასშტაბურმა ძალებმა ქალაქი დაიპყრეს. დროიდები განაგრძობდნენ სავაჭრო ფედერაციის სახელით პლანეტის ოკუპაციას, რომლის დროს სამხედრო რაზმებმა განგანების დიად ჯარს დიდ დაბლობებზე შეხვდნენ. ბრძოლისას დაიღუპა მრავალიმილიციაგანგი და განგანთა ჯარი საბოლოო ფედერაციის ძალებს ჩაბარდა. თუმცა, ყველა დროიდი მოგვიანებით გამოირთო სამართავი კომპიუტერის განადგურებით, როდესაც ბრძოლის ნაწილი მიმდინარეობდა კოსმოსში და დროიდების სამართავი ხომალდზე შეიჭრა ძალისადმი მგრძნობიარე ნორჩი პილოტი, ანაკინ სკაიუოკერი.

სეპარატისტული კრიზისის დროს სავაჭრო ფედერაცია ჯეონოსისზე შეხვდა სხვა მნიშვნელოვან წინამძღოლებს და ფედერაციამ დროიდების ჯარი, ამ მოდელების დროიდებთან ერთად, გადასცა დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას. დროიდების სეპარატისტული ჯარის მთავარ ჯარისკაცებად იქცნენ, თუმცა მათი რამე სახით შეცვლა და გაუმჯობესება არ მომხდარა. განსხვავება იყო ის, რომ მოდელი აღარ იყო დამოკიდებული მთავარ სამართავ ხომალდზე და დამოუკიდებლად აზროვნებაც შეეძლო, თუმცა — მაინც შეზღუდული ფორმით. ჯეონოსისზე დროიდების ჯარი პირველად შეეტაკა გალაქტიკური რესპუბლიკის კლონ სამხედროთა ახალ ჯარს. ამან წარმოშვა გალაქტიკური მასშტაბის კონფლიქტი, ცნობილი როგორც კლონთა ომები. კონფლიქტის მთელი მსვლელობისას B1-ებს და სხვა საბრძოლო დროიდებს კონფედერაცია რესპუბლიკის წინააღმდეგ მრავალ პლანეტაზე იყენებდა.

დროიდების ისტორიის გათვალისწინებით, აშკარა იყო, რომ B1-ები არაშორსმჭვრეტელობით გამოირჩეოდნენ. დაპროგრამების პრობლემებმა თავი იჩინეს მათი ინდივიდუალური უცნაურობებით, თუმცა მათ ასევე შეეძლოთ ირგვლივ არსებული ვითარების შეფასება. B1-ებს რესპუბლიკის კლონი სამხედროები ამარცხებდნენ, თუმცა დროიდების დიდ რაოდენობას შეეძლო უფრო გამოცდილი კლონი სამხედროების, ისევე, როგორც ჯედაების ორდენის წევრების განადგურება. მართალია, B1-ები, სხვა სეპარატისტ დროიდებთან ერთად, სეპარატისტებისთვის განკუთვნილ ჯარისკაცებს წარმოადგენდნენ, სამხედრო ოფიცრები, როგორიც იყო დროიდთა ჯარის უზენაესი მეთაური გენერალი გრივუსი, უკმაყოფილო იყო B1-ების მიერ დაშვებული შეცდომებით. კონფედერაციის დამხობის შემდეგ გალაქტიკურმა იმპერიამ შეაჩერა B1-ების, ისევე, როგორც ზოგადად დროიდების ჯარის მოქმედება. შავი ბაზრით თუ სხვა გზებით მოპოვებულ საბრძოლო დროიდებს იმპერიული ეპოქისას სეპარატისტული მოძრაობები საკუთარ მიზნებში იყენებდნენ.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 StarWars-DatabankII.png საბრძოლო დროიდი Databank-ში (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 სრული ვარსკვლავური ომები
  3. ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
  4. SW Force Collection.png Star Wars: Force Collection (ბარათი: B2 Super Battle Droid (★★★) (ბმული))
  5. 5.0 5.1 StarWars.com-ის ენციკლოპედია საბრძოლო დროიდი Encyclopedia-ში (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; (არქივის ბმული)
  6. რესპუბლიკის ეპოქა: ანაკინ სკაიუოკერი 1
  7. 7.0 7.1 7.2 შედეგები
  8. შიფრები და ნიღბები
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  10. ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
  11. ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
  12. Star Wars Jedi Master Magazine 1
  13. 13.0 13.1 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებირაილოთის გათავისუფლება
  14. დართ მოლი — დათომირის ვაჟი 1
  15. SW Legion template.png Star Wars: Legion – B1 Battle Droids Upgrade Expansion (ბარათი: Radiation Cannon B1 Trooper)
  16. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებირაილოთის უდანაშაულონი
  17. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიმომარაგების ხაზები
  18. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიდეზერტირი
  19. 19.0 19.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
  20. 20.0 20.1 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიციტადელი
  21. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიუკანასკნელი ბრძოლა
  22. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიჯეონოსისის აჩრდილები
  23. 23.0 23.1 ვარსკვლავური ომები: დროიდოგრაფია
  24. 24.0 24.1 24.2 SWResistanceLogo.jpg ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობაამბოხება

ბმულები[]

Advertisement