ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ამ სტატიის სათაური არის ფსევდონიმი, კოდური სახელი/სახელწოდება ან ზედმეტსახელი

სტატიაში აღწერილ სუბიექტს არ აქვს ოფიციალური სახელი და ცნობილია მხოლოდ ზედმეტსახელით ან ფსევდონიმით.

სველი ბაბი იყო მამრობითი სქესის განგანი ყინულმჭრელი, მაროდიორ ნიჰილთა წევრი აყვავებული რესპუბლიკის ეპოქა. პოზიციით იყო ვიკუეი გრიგალის ბატონი კასავ მილიკოს გრიგალი. გამოირჩეოდა როგორც ავი მკვლელი და ზედმეტსახელი „სველი ბაბი“ დაიმსახურა, ვინაიდან ნიჰილთა თავდასხმებიდან თავიდან ფეხებამდე დასისხლიანებული ბრუნდებოდა. კასავის გრიგალთან ერთად განგანები იავინის ბრძოლამდე 232[1] წელს რამდენიმეჯერ იბრძოდნენ[2] — ასეთ ბრძოლებს შორის აღსანიშნავია პლანეტა ერიადუსგან დიდი ჰიპერსივრცული კატასტროფის შემდეგ ჰიპერსივრცეში მომხდარი წარმონაქმნისას გამოსასყიდის გამოძალვის მცდელობა. თუმცა, მათი მცდელობა წაიშალა და მილიკო და მისი რაზმი სამიზნედ იქცნენ. მოგვიანებით, კარის ბრძოლისას, გრიგალი გალაქტიკური რესპუბლიკის და ორდენის ერთობლივმა ძალებმა, ისევე, როგორც ერიადელთა კრეისერების ფლოტილიამ კუთხეში მიიმწყვდიეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიჰილები ამ ბრძოლისას გამანადგურებული ტაქტიკის სპექტრს იყენებდნენ, ესრპუბლიკის ძალებმა ისინი საბოლოოდ დაამარცხეს. სველი ბაბი იყო მილიკოს ფლაგმან „ახალი ელიტიდან“ ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი, როდესაც ერიადელი ჯარისკაცების ხომალდზე იერიშისას სხვებთან ერთად დაიღუპა.[2]

გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ რომანში აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება (სადაც აღწერილია ბაბის დაღუპვა) მოვლენათა განვითარების დროა 232 იბ.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება
სხვა ენებზე
Advertisement