- „რა საინტერესოა, ფენეკის კალიბრის ჯილდოზე მონადირე გეძებთ. ალბათ, თქვენ, ბიჭებო, ძალიან ძვირფასები ხართ. მშვიდად. საიდუმლოს კარგად ვინახავ.“
- ―სიდი მიმართავს მონადირეს
სიდარინ „სიდ“ სკეილბეკი იყო მდედრობითი სქესის ტრანდოშანი, რომელიც ცხოვრობდა ორდ-მანტელზე. იქ მას ჰქონდა საკუთარი კანტინა, სიდის სალონი. ბრძანება 66-ის გაცემამდე მუშაობდა როგორც ჯედაების დამსმენი. მისი ვინაობა მონაცემთა ბაზებში აღმოაჩინა მეკ-სამხედრო ექომ და კლონების რაზმი 99 მის საძიებლად გაემგზავრა.
მას შემდეგ, რაც რაზმი გაექცა გალაქტიკურ იმპერიას, ოთხივე მოხვდა სიდთან, რათა დაედგინათ ფენეკ შენდის ვინაობა — ჯილდოზე მონადირის, რომელიც მათ პანტორაზე დაედევნა და სცადა, გაეტაცა კლონი ბავშვი ომეგა. ინფორმაციის სანაცვლოდ სიდმა რაზმს სთხოვა, გადაერჩინათ მუჩი, პატარა რანკორი, რომელიც გაიტაცეს ზაიგერიანმა მონათმფლობელებმა. წარმატებით შესრულებული დავალების შემდეგ სიდმა მონადირეს გადასცა მოგების 30 პროცენტი და უამბო, რომ შენდი იყო ახალბედა ჯილდოზე მონადირე, რომელიც, როგორც მას ჯილდოზე მონადირეთა გილდიამ ამცნო, საკუთარ დავალებას ასრულებდა.
კადრს მიღმა[]
სიდი პირველად გამოჩნდა ანიმაციურ ტელესერიალში ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია, ეპიზოდში დარბევა. მისი შემქმნელები არიან დეივ ფილონი და ჯენიფერ კორბეტი. მანამდე იგი ნაჩვენები იყო სერიალის პირველი სეზონის რგოლში დაქირავებით.[2]