FANDOM


Premium-Eras-canon
სითები კვლავ გაბატონდებიან გალაქტიკაში და მშვიდობა დამყარდება.
―დართ სიდიუსი დართ ვეიდერს[წყარო]

სითები, აგრეთვე ცნობილი სითების ორდენის სახელით, წარმოადგენდნენ ძალისადმი მგრძნობიარეებს, რომლებიც ძალის ბნელ მხარეს ემხრობოდნენ. თავდაპირველად ისინი წარმოიშვნენ ჯედაების ორდენისგან განსხვავებული ფრაქციის სახით, იქცნენ ჯედაების მტრებად და მათ წინააღმდეგ მრავალ ომში იბრძოდნენ. მათში სუფევდნენ რისხვა, მრისხანება, სიხარბე, მაგრამ, გარდა ამისა, სითები ცრუოდნენ და ძალაუფლებისკენ ნებისმიერ ფასად იღწვოდნენ.

ნაბუზე შეჭრიდან ათასი წლით ადრე სითები ამოწყვეტის ზღვარზე იყვნენ, რაც გამოწვეული იყო შიდა უთანხმოებებით და ერთმანეთის ხოცვით. შემდგომში დართ ბეინი აღზევდა როგორც სითების ბნელი ლორდი, ჩამოაყალიბა რა ორის წესი. იმ დროიდან მოყოლებული, სითებს შორის ყოველთვის იყო ორი — ოსტატი და შეგირდი. გალაქტიკური რესპუბლიკის ეპოქაში ჯედაები გალაქტიკაში მშვიდობას და სამართლიანობას იცავდნენ, ხოლო სითები ფარულად მოქმედებდნენ.

იავინის ბრძოლამდე 32 წლით ადრე ნაბუელმა სენატორმა შივ პალპატინმა რესპუბლიკის გალაქტიკურ სენატში დაიკავა უზენაესი კანცლერის თანამდებობა. იგი ფარულად დართ სიდიუსი იყო, სითების ლორდი, რომელიც მანიპულირებდა პოლიტიკური სისტემით, რათა რესპუბლიკის მართვა შეძლებოდა. კლონთა ომების შემდგომ მან მიაღწია საწადელს და რესპუბლიკა აქცია პირველ გალაქტიკურ იმპერიად, ავტოკრატულ რეჟიმად, რომელსაც თავად მართავდა როგორც გალაქტიკური იმპერატორი. მართალია, იმპერატორის ბრძანებით ჯედაები დახოცეს, რამდენიმე გადარჩენილი მიიმალა.

სიდიუსის მმართველობა დაასრულა დართ ვეიდერმა, რომელმაც იავინის ბრძოლიდან 4 წელს მოკლა ლორდი. ვეიდერი, რომელმაც მიიღო ჭრილობები სითების ლორდის მეორე სიკვდილის ვარსკვლავიდან გადაგდებისას, ასევე დაიღუპა. ლუკ სკაიუოკერის, საკუთარი შვილის გამო სიცოცლის გაწირვით, იგი დაუბრუნდა ძალის ნათელ მხარეს როგორც სული. სიდიუსის და ვეიდერის აღსასრულით დასრულდა სითების ორდენის არსებობაც და ძალაში წონასწორობა აღდგა, რითაც ასრულდა ჯედაების ძველისძველი წინასწარმეტყველება რჩეულის შესახებ.

მართალია, წინასწარმეტყველებაში ნახსენები იყო სითების განადგურება, იგი ბნელი მხარის სრულად გაქრობას არ აღნიშნავდა. იმპერიის დამარცხების შემდგომ პირველი ორდენი მტკიცედ ემზადებოდა ომისთვის, ბნელი მხარის მცოდნე და მგრძნობიარე სნოუკის, უზენაესი მეთაურის ხელმძღვანელობით. დაინტერესებულმა სკაიუოკერებით, მან ბნელ მხარეს მიიქცია ვეიდერის შვილიშვილი, ბენ სოლო, რომელმაც შემდგომში სახელად კაილო რენი აირჩია. თუმცა, თავად სნოუკი მოგვიანებით მოკლა რენმა, რომელიც თავის თავს ახალ უზენაეს მეთაურად განიხილავდა და გალაქტიკის მართვა სურდა. ჯედაების და სითების ცოდნით, რენი აპირებდა ორივე ორდენის მემკვიდრეობის განადგურებას, რათა უბრალოდ საკუთარი წარსული წაეშალა.

რენისთვის უცნობი იყო, რომ სნოუკი დართ სიდიუსის მიერ შექმნილი იარაღი იყო. იგი კვლავ ცოცხლობდა და აპირებდა გალაქტიკაში საბოლოო ორდენის ძალებით დაბრუნებას. მას ეხმარებოდა მარადიული სითების კულტი, რომელიც სითების ორდენის აღდგენაზე ზრუნავდა. სიდიუსის დაბრუნების მცდელობა დასრულთა წინააღმდეგობის და გალაქტიკის სხვადასხვა კუთხის ერთობლივ ძალებთან შეჯახებით, ხოლო სიდიუსი ერთად დაამარცხეს რენმა (რომელიც ნათელ მხარეს დაუბრუნდა და კვლავ ბენ სოლო გახდა) და რეიმ. ამრიგად, სითების დომინირების აღდგენას წერტილი დაესვა.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
  2. 2.0 2.1 2.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე
  4. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "გაქცევა კადავოდან"
  5. 5.0 5.1 შედეგები: იმპერიის აღსასრული
  6. 6.0 6.1 დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი 22
  7. ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  9. დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი 6
  10. Star Wars: Commander
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 11.8 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "მსხვერპლი"
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები – "შეგირდის ბინდი"
  13. 13.0 13.1 ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები
  14. სითების ლორდები
  15. 15.0 15.1 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "ამაღლება"
  16. დართ ვეიდერი: სითი ლორდი
  17. 17.0 17.1 17.2 ტარკინი
  18. StarWars-DatabankII ჰოლოკრონი Databank-ში
  19. ვარსკვლავური ომები 9
  20. 20.0 20.1 20.2 Encyclopedia-Logo სითი Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
  21. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  22. ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი
  23. 23.0 23.1 "შედეგები: იმპერიის აღსასრული"
  24. აჯანყების განთიადი
  25. ლენდო 4
  26. SWInsider "ისტორიის დასასრული"—Star Wars Insider 154
  27. ვარსკვლავური ომები: წელიწდეული 4
  28. ბნელი მიმდევარი
სითების ისტორია
ასწლიანი წყვდიადი · სითების ომი · სითების იმპერია · დიდი უბედურება მალაქორზე · მომინის მიერ გალაქის განადგურება
დაკარგული წლების ბრძოლა · სითების ეპოქა · ტაკოდანას ბრძოლა · ჯედაების და სითების ომი · ორის წესი
შეტაკება დრაზკელის მთვარეზე · ნაბუს კრიზისი · სეპარატისტების კრიზისი · კლონთა ომები
მანდალორული სამოქალაქო ომი · გალაქტიკური იმპერია (ჯედაების დიდი წმენდა · ადრეული აჯანყება გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ · გალაქტიკური სამოქალაქო ომი) · მარადიული სითები (პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომი)
რედ.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.