სითების აჯანყება იყო წარუმატებელი აჯანყება, წამოწყებული ყოფილი ჯედაების, მოგვიანებით — სითებს მიერ, ბნელი ლორდის და სითი ალქაჯის მეთაურობით. რაინდი ჯედაები იმპერიის ტრადიციის თანახმად, ღირსეულად აღესრულებოდნენ ლორდების მსახურებისას, რაც კლანური სისტემის ბუნებრივი ნაწილიც იყო. ამ აჯანყებამდე ბნელი ლორდი იყო რაინდი ჯედაი, რომელმაც ერთ-ერთ ლორდს, სხვა მცველ ჯედაებთან და კლანში აყვანილ ალქაჯთან ერთად ერთგულება შეჰფიცა. ბრძოლის ველზე მძიმე შეტაკებისას ბნელი ლორდი გადარჩა, ხოლო მისი ბატონი — არა. ამ ამბის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა. ამბობდნენ, რომ ბნელმა ლორდმა ბატონი მომაკვდავი მიატოვა, თუმცა შეეძლო მისი გადარჩენა და უბრალოდ არჩია სხვა მცველების დახმარება. ერთ-ერთი სხვა ვერსიით, მან უბრალოდ არ ისურვა, მოეკლა ის, ვისი მოკვლაც ბატონმა უბრძანა.[1]
მოგვიანებით ბნელმა ლორდმა ჯედაების კლანებს ფიცი დაადებინა და იმპერიისა და მისი ერთგული ჯედაების წინააღმდეგ გაილაშქრა. ერთმანეთის მოწინააღმდეგე ლორდებმა სითების წინააღმდეგ შეკრეს კავშირები. აჯანყების წარუმატებლობა მოჰყვა რეი'იზუზე დიდ შეკრებას, როდესაც სითების ბნელი ლორდმა, რომელმაც აჯანყება წამოიწყო, უღალატა ერთგულ ხალხს. მოგვიანებით იგი ცნობილი გახდა "რონინის" სახელით. იმპერიამ უფრო ცენტრალიზებული ფორმა შეიძინა, ვიდრე უწინ, ხოლო ჯედაები მის ყველაზე ერთგულ მსახურებად იქცნენ. უამრავი რაინდი გახდა ლორდი ჯედაი და მიეცა ჯედაების კლანების მართვის უფლება.[1]
აჯანყებიდან ორი ათწლეულის თავზე რონინი გარე რგოლის ტერიტორიებში დაეხეტებოდა ერთგული ასტრომექანიკოსი დროიდის, R5-D56-ის თანხლებით.[1] ამ პერიოდში იგი ჩავიდა პლანეტა გენბარაზე და ადგილობრივ სოფელში გაჩერდა. სოფლის სალასტელმა ჩაის სახლის მეპატრონემ უამბო, რომ სითი მეომრის, კოურუს ბანდა წარმოადგენდა "ძველი ომიდან" უკანასკნელ შემორჩენილებს.[2]
გამოჩენები[]
- ხედვები 1 (მოგონებებიდან)
- რონინი: ხედვების რომანი (აგრეთვე აუდიოწიგნი) (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: ხედვები — "დუელი" (მხოლოდ ირიბი ხსენება)
წყაროები[]
A Mysterious Former Sith Wanders the Galaxy in Ronin, the Upcoming Star Wars: Visions Novel - Exclusive Reveal StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (პირველი ხსენება)