- „ყოველთვის ორია, არც მეტი, არც ნაკლები. მასწავლებელი და შეგირდი.“
- ―იოდა
სითების ბნელი ლორდი იყო წოდება, რომელსაც ატარებდნენ ის სითი ლორდები, რომლებიც შედიოდნენ სითთა უძველეს ორდენში. ძველი რესპუბლიკის დროს მრავალი სითი, ბნელი ლორდების მეთაურობით, ებრძოდა ჯედაების ორდენს. გალაქტიკური იმპერიის წარმოქმნამდე ათასი წლით ადრე სითებმა ერთმანეთის თითქმის მთლიანად დახოცეს, შიდა დაპირისპირებებისა და ჯედაებთან შეტაკებების გამო. შემდგომში დართ ბეინი, ერთადერთი, ვინც გადაურჩა სითთა სრულ განადგურებას, გახდა ბნელი ლორდის წოდების მატარებელი და ჩამოაყალიბა ფილოსოფია, ცნობილი როგორც ორთა წესი, რომლის მიხედვით ნებისმიერ დროს დაშვებული იყო მხოლოდ ორი ბნელი ლორდის არსებობა.[2]
გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბების დროისთვის ბნელი ლორდები ბეინის მიერ დატოვებული პრინციპისადმი ერთგულები რჩებოდნენ. შივ პალპატინი, იგივე დართ სიდიუსი, გალაქტიკური იმპერიის მმართველი და სითების ბნელი ლორდი იყო. დართ ვეიდერი აგრეთვე გახდა წოდების მფლობელი, მას შემდეგ, რაც სიდიუსის სითი შეგირდის ადგილი დაიკავა.[3]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: ეპიკური გორგალები: ჯედაის დაბრუნება
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები, ეპიზოდები I-III (ჩნდება როგორც სული და მოგონებებში)
- Star Wars: Galaxy of Heroes
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- ↑ 2.0 2.1 2.2
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – მსხვერპლი
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ 4.0 4.1 4.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – ურჩხული
- ↑ 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი