ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

სითები კვლავ გაბატონდებიან გალაქტიკაში და მშვიდობა დამყარდება.
―დართ სიდიუსი დართ ვეიდერს[2]

სითები, აგრეთვე ცნობილი სითების ორდენის სახელით, წარმოადგენდნენ ძალისადმი მგრძნობიარეებს, რომლებიც ძალის ბნელ მხარეს ემხრობოდნენ. თავდაპირველად ისინი წარმოიშვნენ ჯედაების ორდენისგან განსხვავებული ფრაქციის სახით, იქცნენ ჯედაების მტრებად და მათ წინააღმდეგ მრავალ ომში იბრძოდნენ. მათში სუფევდნენ რისხვა, მრისხანება, სიხარბე, მაგრამ, გარდა ამისა, სითები ცრუოდნენ და ძალაუფლებისკენ ნებისმიერ ფასად იღწვოდნენ.

ნაბუზე შეჭრიდან ათასი წლით ადრე სითები ამოწყვეტის ზღვარზე იყვნენ, რაც გამოწვეული იყო შიდა უთანხმოებებით და ერთმანეთის ხოცვით. შემდგომში დართ ბეინი აღზევდა როგორც სითების ბნელი ლორდი, ჩამოაყალიბა რა ორთა წესი. იმ დროიდან მოყოლებული, სითებს შორის ყოველთვის იყო ორი — ოსტატი და შეგირდი. გალაქტიკური რესპუბლიკის ეპოქაში ჯედაები გალაქტიკაში მშვიდობას და სამართლიანობას იცავდნენ, ხოლო სითები ფარულად მოქმედებდნენ.

იავინის ბრძოლამდე 32 წლით ადრე ნაბუელმა სენატორმა შივ პალპატინმა რესპუბლიკის გალაქტიკურ სენატში დაიკავა უზენაესი კანცლერის თანამდებობა. იგი ფარულად დართ სიდიუსი იყო, სითების ლორდი, რომელიც მანიპულირებდა პოლიტიკური სისტემით, რათა რესპუბლიკის მართვა შეძლებოდა. კლონების ომების შემდგომ მან მიაღწია საწადელს და რესპუბლიკა აქცია პირველ გალაქტიკურ იმპერიად, ავტოკრატულ რეჟიმად, რომელსაც თავად მართავდა როგორც გალაქტიკური იმპერატორი. მართალია, იმპერატორის ბრძანებით ჯედაები დახოცეს, რამდენიმე გადარჩენილი მიიმალა.

სიდიუსის მმართველობა დაასრულა დართ ვეიდერმა, რომელმაც იავინის ბრძოლიდან 4 წელს მოკლა ლორდი. ვეიდერი, რომელმაც მიიღო ჭრილობები სითების ლორდის მეორე სიკვდილის ვარსკვლავიდან გადაგდებისას, ასევე დაიღუპა. ლუკ სკაიუოკერის, საკუთარი შვილის გამო სიცოცლის გაწირვით, იგი დაუბრუნდა ძალის ნათელ მხარეს როგორც სული. სიდიუსის და ვეიდერის აღსასრულით დასრულდა სითების ორდენის არსებობაც და ძალაში წონასწორობა აღდგა, რითაც ასრულდა ჯედაების ძველისძველი წინასწარმეტყველება რჩეულის შესახებ.

მართალია, წინასწარმეტყველებაში ნახსენები იყო სითების განადგურება, იგი ბნელი მხარის სრულად გაქრობას არ აღნიშნავდა. იმპერიის დამარცხების შემდგომ პირველი ორდენი მტკიცედ ემზადებოდა ომისთვის, ბნელი მხარის მცოდნე და მგრძნობიარე სნოუკის, უზენაესი მეთაურის ხელმძღვანელობით. დაინტერესებულმა სკაიუოკერებით, მან ბნელ მხარეს მიიქცია ვეიდერის შვილიშვილი, ბენ სოლო, რომელმაც შემდგომში სახელად კაილო რენი აირჩია. თუმცა, თავად სნოუკი მოგვიანებით მოკლა რენმა, რომელიც თავის თავს ახალ უზენაეს მეთაურად განიხილავდა და გალაქტიკის მართვა სურდა. ჯედაების და სითების ცოდნით, რენი აპირებდა ორივე ორდენის მემკვიდრეობის განადგურებას, რათა უბრალოდ საკუთარი წარსული წაეშალა.

რენისთვის უცნობი იყო, რომ სნოუკი დართ სიდიუსის მიერ შექმნილი იარაღი იყო. იგი კვლავ ცოცხლობდა და აპირებდა გალაქტიკაში საბოლოო ორდენის ძალებით დაბრუნებას. მას ეხმარებოდა მარადიული სითების კულტი, რომელიც სითების ორდენის აღდგენაზე ზრუნავდა. სიდიუსის დაბრუნების მცდელობა დასრულთა წინააღმდეგობის და გალაქტიკის სხვადასხვა კუთხის ერთობლივ ძალებთან შეჯახებით, ხოლო სიდიუსი ერთად დაამარცხეს რენმა (რომელიც ნათელ მხარეს დაუბრუნდა და კვლავ ბენ სოლო გახდა) და რეიმ. ამრიგად, სითების დომინირების აღდგენას წერტილი დაესვა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  2. 2.0 2.1 2.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  3. 3.0 3.1 3.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  4. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიგაქცევა კადავოდან
  5. 5.0 5.1 შედეგები: იმპერიის აღსასრული
  6. დართ ვეიდერი (2017) 22
  7. ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
  8. 8.0 8.1 8.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  9. დართ ვეიდერი (2017) 6
  10. Star Wars: Commander
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიშესაწირი
  12. 12.0 12.1 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიშეგირდის ბინდი
  13. 13.0 13.1 ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები
  14. სითების ლორდები
  15. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიამაღლება
  16. დართ ვეიდერი: სითი ლორდი
  17. 17.0 17.1 17.2 ტარკინი
  18. StarWars-DatabankII ჰოლოკრონი Databank-ში (არქივის ბმული)
  19. ვარსკვლავური ომები (2015) 9
  20. StarWars სითი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  21. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  22. ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი
Advertisement