ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

სინათლის მახვილი, რომელსაც ხოლმე ლაზერულ ხმალსაც უწოდებდნენ, იყო იარაღი, რომელსაც იყენებდნენ ჯედაები, სითები და სხვა ძალისადმი მგრძნობიარენი. სინათლის მახვილის შემადგენლობაში შედიოდა პლაზმური სამართებელი, რომელიც იკვებებოდა კაიბერ-ბროლით. ეს უკანასკნელი მიმაგრებული იყო როგორც წესი ლითონის ვადაზე და, სურვილისამებრ, ითიშებოდა. სინათლის მახვილის გამოყენებისას აუცილებელი იყო გამოცდილება, რომელიც ძლიერდებოდა, თუკი მახვილის პატრონი ძალას შეისწავლიდა. მართალია, ასეთ მახვილებს სითებიც იყენებდნენ, ჯედაები მისი უფრო ცნობილი პატრონები იყვნენ. გალაქტიკაში ბევრს სწამდა, რომ მხოლოდ ისინი თუ ატარებდნენ მახვილებს.

სინათლის მახვილებს იყენებდნენ ორთაბრძოლებისას და თავდაცვისას. მახვილს შეეძლო თითქმის ნებისმიერი მასალის გაკვეთა — იქნებოდა ეს მტერი თუ დიდი კარები. მახვილის შეჩერება შეიძლებოდა მხოლოდ ისეთი იარაღით, რომელიც ენერგიის გამტარი იყო, მაგალითად ელექტროკვერთხი, უწესრიგობის მართვის კეტი Z6, იშვიათი ლითონი ან რომელიმე სხვა სინათლის მახვილი. თავდაცვისას ძალის მგრძნობიარეს შეეძლო მახვილით ბლასტერული გასროლისგან თავის არიდება და, თუკი თვისებებს ფლობდა, ნასროლის მსროლელის ან სხვა მისამართით დაბრუნება. გამოცდილ ჯედაის შეეძლო მახვილით ძალის ელვის შთანთქვაც. მფლობელთა დიდ ნაწილს ჰქონდა ცალსამართებლიანი მახვილი, თუმცა არსებობდნენ ორსამართებლიანის მოყვარულებიც და მეტიც — ისეთები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მახვილს იყენებდნენ.

ორთაბრძოლა სინათლის მახვილებით იყოფოდა შვიდ ფორმად, რომლებსაც ეწოდებოდათ ფორმა I, ფორმა II, ფორმა III, ფორმა IV, ფორმა V, ფორმა VI და ფორმა VII.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "სიმტკიცის გამოცდა"
  2. 2.0 2.1 2.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  3. სეპარატისტების აღზევება
  4. StarWars.com "Missing in Action" Trivia Gallery StarWars.com-ზე (არქივის ბმული); სურათი #9 (13-იდან)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 ვარსკვლავური ომების სინათლის მახვილები: ძალის იარაღების მეგზური
  6. სრული ვარსკვლავური ომები უთითებს, რომ კაიბერ-ბროლი სინათლის მახვილის გულშია მოთავსებული.
  7. StarWars-DatabankII Lightsaber Databank-ში (არქივის ბმული)
  8. StarWars-DatabankII Sith Databank-ში (არქივის ბმული)
  9. დოქტორი აფრა (2016) 2
  10. 10.0 10.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური მეგზური
  11. შედეგები: ცხოვრების ვალი
  12. 12.0 12.1 12.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება