ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ვერსიას ამჟამინდელი კანონიდან

სინათლის მახვილი გვერდითა პირებით წარმოადგენდა სამი სამართებლის მქონე სინათლის მახვილის უძველეს ვარიანტს. მთავარი სამართებლის გარდა მას ჰქონდა ქვედა ნაწილში, გვერდებისკენ მიშვერილი პირები, რომლებსაც კუილონები ეწოდებოდათ. ერთ დროს, მალაქორის დიდი წმენდისას მას მაკაშები იყენებდნენ. სითი ლორდი დართ ატრიუსი ფლობდა ორ მახვილს, რომლებშიც მოქცეული იყო მისი მრისხანება. მოგვიანებით, აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში, ოსტატი ჯედაი სტელან ჯიოსი ფლობდა გვერდითა პირების მქონე სინათლის მახვილს დამატებითი, გასაშლელი განივი გარდით, რომელშიც მოთავსებული იყო კუილონები. პირველი ორდენის აღმასრულებელი პირი, მოგვიანებით უზენაესი მეთაური კაილო რენი ფლობდა სინათლის მახვილს, რომლის კუილონები ასრულებდნენ დამატებით ფუნქციას, მათში მოთავსებული არამდგრადი, ნატეხების სახით ჩასმული კაიბერ-კრისტალებით.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

(მხოლოდ გამოსახულება)

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement