ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

სიტოსი იყო პლანეტა, მდებარე დენაბის სისტემაში, წარსულში დასახლებული შორეული გალაქტიკის წარმომადგენლების მიერ. მათ პლანეტაზე ააგეს მექანიზმი, რომელიც მათი ნამდვილი გალაქტიკის პოვნის საშუალებას იძლეოდა.[3] იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს[7] პლანეტის მახლობლად ღამის და მორგან ელსბეთის და მისი ძალების მიერ აშენდა ვარსკვლავური ხომალდი საიონის თვალი, გიგანტური ჰიპერსივრცული გადამყვანი რკალი. მის დასრულებამდე ყოფილი ჯედაი ასოკა ტანო, მისი ყოფილი მოწაფე საბინ რენი და დროიდი ჰუიანგი სიტოსზე ჩავიდნენ, სადაც ხომალდთან დაკავშირებულ დეტალებს იძიებდნენ. როდესაც ხომალდს მიაგნეს, მათ ვარსკვლავური გამანადგურებლებით თავს დაესხნენ მაროკი და შინ ჰატი და აიძულეს, მაქო T-6-ით სიტოსის ატმოსფეროში გადასულიყვნენ, სადაც პერგილებს შეხვდნენ.[5]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია: ვარსკვლავური ომების გალაქტიკის ყოვლისმომცველი მეგზური
  2. ვარსკვლავური ომები: ადგილმდებარეობების სრული მეგზური, ახალი გამოცემა განსაზღვრავს, რომ სიტოსი მდებარეობდა კოსმოსის ადგილზე, რომელსაც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური მკვლევარის მეგზური უთითებს როგორც დასავლეთის ზღვარს.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 ვარსკვლავური ომები: ასოკა — "მეორე ნაწილი: შრომა და ჯაფა"
  4. ვარსკვლავური ომები: ადგილმდებარეობების სრული მეგზური, ახალი გამოცემა
  5. 5.0 5.1 5.2 ვარსკვლავური ომები: ასოკა — "მესამე ნაწილი: გაფრენის დროა"
  6. StarWars.com Ahsoka Analyzed: 5 Highlights from "Part Five: Shadow Warrior" StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  7. "A Certain Point of View" — Star Wars Insider 228 უთითებს, რომ ეპიზოდში მეშვიდე ნაწილი: ოცნებები და უგუნურობა მოვლენათა განვითარების დროა 9 ვო4-დან. ვინაიდან ახალი იმედის მოვლენათა განვითარების დროა 0 იბ (რაზეც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები), 9 ვო4-დან იგივეა, რაც 9 იბშ. ყველა ეპიზოდი, რომელიც მანამდე გამოვიდა, ქრონოლოგიით ბობა ფეტის წიგნის შემდეგ ვითარდება. ამ უკანასკნელის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ქრონოლოგიები, ასევე არის 9 იბშ. ვინაიდან ეპიზოდში მერვე ნაწილი: ჯედაი, ალქაჯი და სარდალი, მოვლენები მეშვიდე ნაწილის შემდეგ ვითარდება, ვასკვნით, რომ მთლიანად ასოკას სიუჟეტი ერთსა და იმაგე წელს განვითარდა.
სხვა ენებზე