- "ძალა ძლიერია ჩემს ოჯახში. მამაჩემი ფლობს. მე. ჩემი დაც."
- ―ლუკ სკაიუოკერის საუბარი ლეია ორგანასთან
სკაიუოკერების ოჯახი იყო ადამიანების ლეგენდარული ოჯახი, რომელმაც გალაქტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მისი წარმომადგენლები სხვადასხვა დროს იყვნენ გენერლები, სენატორები და ჯედაები — რესპუბლიკის დაცემის და იმპერიის აღზევების პერიოდიდან პირველი ორდენი და წინააღმდეგობის კონფლიქტამდე. ოჯახის ისტორია დაიწყო რჩეულით, ენეკინ სკაიუოკერით, რომელიც იშვა უცნობი მამისგან და უნდა ყოფილიყო ძალაში წონასწორობის მომტანი. მის სისხლში მიდიქლორიანების შემცველობა უპრეცედენტო იყო და ბიჭუნას ჰქონდა ყველა საშუალება, ქცეულიყო გალაქტიკაში ყველაძე ძლიერ ძალისადმი მგრძნობიარე არსებად. ძალასთან ძლიერი კავშირი აგრეთვე მემკვიდრეობით გადაეცა ენეკინის შვილებს, ლუკ სკაიუოკერს და ლეია ორგანას, ისევე, როგორც ლეიას ვაჟს, ბენ სოლოს, პირდაპირ მოდგმაში უკანასკნელ სკაიუოკერს.
Contents
გენეალოგია[edit | edit source]
კადრს მიღმა[edit | edit source]
ოჯახის წევრები პირველად გამოჩნდნენ 1977 წლის ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი, შემდგომში კი — ვარსკვლავური ომების საგის ყოველ ეპიზოდში.
გამოჩენები[edit | edit source]
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
წყაროები[edit | edit source]
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
ბმულები[edit | edit source]
სკაიუოკერების ოჯახი ვიკიპედიაში