- „ეს სინათლის მახვილი ლუკს ეკუთვნოდა. მანამდე — მის მამას. ახლა კი შენ გიხმობს.“
- ―მაზ კანატას და რეის საუბრიდან
სკაიუოკერების სინათლის მახვილი, სხვადასხვა დროს ცნობილი როგორც ანაკინის, ლუკის და რეის სინათლის მახვილი, იყო ჯედაის ცისფერსამართებლიანი სინათლის მახვილი, რომელიც რაინდმა ჯედაი და ძალის რჩეულმა ანაკინ სკაიუოკერმა ააწყო რესპუბლიკის ეპოქის არსებობის მიწურულს. ეს იარაღი, რომელმაც ჩაანაცვლა მისი წინა სინათლის მახვილი, გამოიყენებოდა იმ დროს, როდესაც ანაკინი რესპუბლიკის დიადი ჯარის გენერალი ჯედაის მოვალეობას ასრულებდა და გალაქტიკის მასშტაბით კლონი სამხედროების ძალებით დროიდების სეპარატისტულ ჯარს ებრძოდა კლონების ომების დროს. მახვილით მას ჰქონია დაპირისპირება მრავალ მოწინააღმდეგესთან — საბრძოლო დროიდებიდან ძალისადმი მგრძნობიარე მეტოქეებამდე, რომელთა შორის აღსანიშნავია ასაჟ ვენტრესი, სავაჟ ოპრესი, ბარის ოფი და გრაფი დუკუ.
მართალია, ძირითადად ჯედაების ორდენის იარაღი იყო, სინათლის მახვილით ანაკინმა ჯედაების ტაძრის ალყისას — ბრძანება 66-ის შესრულებისას და ჯედაების დიდი წმენდისას — სხვა ძალისადმი მგრძნობიარენი დახოცა. დართ ვეიდერმა, სკაიუოკერის ახალმა, ბნელი მხარის სახემ, კორუსანტზე დახოცა მრავალი ნორჩი ჩედაი, შემდეგ კი გაემგზავრა მუსტაფარზე, სადაც ოსტატ სით და გალაქტიკური იმპერატორ დართ სიდიუსის ბრძანებით სეპარატისტული საბჭოს წევრები მოკლა. მოგვიანებით მან მახვილი დაკარგა ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობისთან ბრძოლისას. კენობი მახვილს თავისთან ინახავდა იმპერიული ეპოქის დროს, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში და იგი გადასცა ანაკინის შვილს, ლუკ სკაიუოკერს, რომელიც მას იყენებდა როგორც ჯედაის შეგირდი, შემდგომში კი აჯანყებულთა ალიანსის შემადგენლობაში. ომის დროს მახვილით იგი დაუპირისპირდა როგორც კრილს და ბობა ფეტს, ასევე საკუთარ მამას, ბესპინზე ბრძოლისას, სადაც, მოკვეთილ ხელის მტევანთან ერთად, იგი დაკარგა.
სკაიუოკერების სინათლის მახვილი საბოლოოდ მაზ კანატასთან, სკაიუოკერების ოჯახის მეგობართან მოხვდა. იგი ჯედაების იარაღს ახალი რესპუბლიკის ეპოქაში მალავდა ტაკოდანას სასახლეში. ძალის მეშვეობით იარაღმა იხმო ჯაკუელი ჯართის შემგროვებელი, ძალისადმი მგრძნობიარე რეი, რომელმაც მის აღებაზე თავდაპირველად უარი თქვა, ვინაიდან მახვილთან შეხებისას ჰქონდა არასასიამოვნო ძალის ხილვა. ტაკოდანას ბრძოლისას კანატამ მახვილი ფინს გადასცა. ბაზა „სტარკილერზე“ გაქცეული მოიერიშის დამარცხების შემდეგ ანაკინის შვილიშვილმა, კაილო რენმა, სცადა მახვილის მითვისება. მას რეიმ დაასწრო და, მიუხედავად უწინდელი უარისა, საბოლოოდ აიღო და ის კაილოსთან ბრძოლისას გამოიყენა. ბაზა „სტარკილერის“ ბრძოლის შემდეგ მან ლუკს აქ-ტოზე მიაგნო, მაგრამ ოსტატმა ჯედაიმ არ ისურვა მისგან მახვილის მიღება. მოგვიანებით, რეის და რენის კიდევ ერთი შეტაკებისას, იგი ორად გაიხლიჩა, მაგრამ რეიმ ის აღადგინა. იარაღს იგი კვლავ იყენებდა ექსეგოლზე მოხვედრამდე, სადაც ნათელ მხარეს დაბრუნებულ ბენ სოლოს ეს მახვილი გადასცა. სოლომ მახვილით რენის რაინდებს დაუპირისპირდა. ექსეგოლის ბრძოლის შემდეგ მან ის და ლეია ორგანას მახვილი დამარხა ტატუინის, ანაკინის და ლუკის უდაბური მშობლიური სამყაროს ქვიშებში.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ 4.0 4.1 4.2 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
- ↑ 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მძევლების კრიზისი
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა
- ↑ 10.0 10.1 ვარსკვლავური ომების სინათლის მახვილები: ძალის იარაღების ცნობარი
- ↑ კაიბერ კრისტალი (სინათლის მახვილის კრისტალი) Databank-ში (არქივის ბმული) („ჯედაის ყოველი სინათლის მახვილის გულს შეადგენს კაიბერ-კრისტალი...“)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ ვარსკვლავური ომები (2015) 1
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა