სკარა-ნალის მექანიკური არსება იყო უძველესი მოსიარულე და სუპერიარაღი, შექმნილი უძველესების მიერ ჯედაების ორდენის დაარსებამდე ათასწლეულებით ადრე, იყო ვეებერთელა, ოთხფეხიანი მანქანა, აღჭურვილი თავში ჩადგმული ენერგო იარაღით, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვანი განადგურების გამოწვევა. მანქანა, საბოლოოდ, დაფლეს კალდარის სამმაგი სისტემაში, პლანეტა სკარა-ნალზე. იგი დაცული იყო ირგვლივ მიმოფანტული ყიმბარებით, რომელთა აღმოჩენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ სუპერიარაღის მაძიებელი კომპასით. ბროლი, რომელსაც ერქვა მთის გული, ჩასმული იყო მოსიარულის ბუდეში და მას მუდმივად კვებავდა. ბროლის ამოღება ავტომატურად იწვევდა მოსიარულის ამოქმედებას და მის მიერ ყოველივე ახლოს არსებულის განადგურებას.
დროთა განმავლობაში მოსიარულე მეკობრეებს შორის ლეგენდად იქცა. ამბობდნენ, რომ პლანეტაზე არსებობდა უძველესი ქალაქი მთის გულით, რომელიც დიდი ენერგიის მატარებელი იყო. იავინის ბრძოლამდე 19—18 წლებში მეკობრე და განძეულის მაძიებელი ფი ჯინოა and the უვარგისი პარტია პლანეტაზე ჩავიდნენ და სუპეიარაღი იპოვეს მას შემდეგ, რაც ომეგამ ორდ-მანტელიდზე კომპასი აღმოაჩინა. ჯინოამ ამოიღო მოსიარულის ბროლი, რამაც უმალვე მისი ამოქმედება გამოიწვია. საბოლოოდ, ჯგუფმა ბროლი ბუდეში დააბრუნა, რათა თავიდან აეცილებინათ საკუთარი ხომალდის განადგურებაც. მაგრამ ბროლის ბუდეში მოთავსებას მოჰყვა თავად მოსიარულის ნგრევა და ბროლის დნობა.
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჩაფლული (პირველი გამოჩენა)
წყაროები[]
ჩაფლული – ეპიზოდების ცნობარი – უვარგისი პარტია — StarWars.com (არქივის ბმული)
„ჯიუტები ვართ“: ჯოელ არონი უვარგისი პარტიის გაუმჯობესებაზე — StarWars.com (არქივის ბმული)
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია: მეორე სეზონის მეგზური — Star Wars Insider 223
- ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია: ვარსკვლავური ომების გალაქტიკის ყოვლისმომცველი ცნობარი (პირველად ნახსენები როგორც სკარა-ნალის მექანიკური არსება)
სკარა-ნალი — Databank-ში (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჩაფლული
- ↑ უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ამაზე გვითითებს შემდეგი მტკიცებულება: ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია იწყება ბრძანება 66-ის შესრულებით. ამ მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 19 იბ. გარდა ამისა, უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდში ჭეშმარიტება და შედეგები ნაჩვენებია შტორმტრუპერთა კორპუსის ოფიციალური ჩამოყალიბება. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ კორპუსი დაარსდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე (რაც ქრონოლოგიების თანახმად, არის იგივე, რაც 19 იბ), ვასკვნით, რომ კორპუსის დაარსების წელია 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ.. მეთორმეტე ეპიზოდში (ავანპოსტი) ირკვევა, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ მეიდეის რაზმი ბარტონ IV-ზე მიავლინა ერთი წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ იმპერიული ეპოქა ერთი წლის ადრე დაიწყო. ამ ეპიზოდში, როგორც ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ. ამრიგად, ნაალაფევიდან ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები ყველას მოვლენის განვითარების დროა 19 იბ, გადასასვლელიდან გარდაქმნამდე მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 19—18 იბ, ხოლო ავანპოსტიდან მოყოლებული — უკვე 18 იბ.