სკარჰორნი იყო მამაკაცი, რომელიც მსახურობდა როგორც გალაქტიკური იმპერიის გენერალი.[2] იავინის ბრძოლიდან 3—4 წლებში[1] იგი იმყოფებოდა პლანეტა[3] გარელის იმპერიულ კომპლექსში[2], სადაც ხსნიდა საბრძოლო მასალების ქარხანას. სკარჰორნი გამოდიოდა სიტყვით, რომელშიც ახსენა, რომ ქარხნის გახსნა იმპერიისთვის დიდებული დღე იყო. მან დაამატა, რომ ქარხნის მიერ წარმოებული ყოველი ბლასტერი და თერმული დეტონატორი გამოყენებული იქნებოდა იმპერიის მტრების წინააღმდეგ. სკარჰორნის გამოსვლის დროს მკვლელმა შეაღწია ყველგან მავალ სადაზვერვო გადამყვანში და მისი ქვემეხები გენერალს დაუმიზნა. მან სკარჰორნს მიმართა და უთხრა, რომ უდანაშაულოთა წინააღმდეგ ჩადენილისთვის პასუხს აგებდა. ლიკვიდატორი მოგვიანებით შეაჩერა იმპერიელმა ბაილერტ ველენსმა, მაგრამ მეორე მკვლელმა ამასობაში მოასწრო გენერლის მოკვლა.[2]
გამოჩენები[]
- ჯილდოზე მონადირეები 24 (პირველი გამოჩენა)
წყაროები[]
Krrsantan Attacks in Han Solo & Chewbacca and More from Marvel's June 2022 Star Wars Comics – Exclusive StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (პირველი ხსენება) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
General Obi-Wan Kenobi Reflects on the Clone Wars and More from Marvel's July 2022 Star Wars Comics – Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
Hunting for the Empire in Marvel's Star Wars: Bounty Hunters #24 – Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (პირველად ნახსენები როგორც სკარჰორნი)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 კომიქსში ჯილდოზე მონადირეები 24, სადაც ნაჩვენებია სკარჰორნის გარელზე დაღუპვა, მოქმედება ვითარდება იმპერიის საპასუხო შეტევის და ჯედაის დაბრუნების შუალედში. როგორც განსაზღვრავს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, პირველში მოვლენათა განვითარების დროა 3 იბშ, ხოლო მეორეში — 4 იბშ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 ჯილდოზე მონადირეები 24
- ↑
Garel Databank-ში (არქივის ბმული)