FANDOM


Premium-Eras-canon
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სნოუკი (მრავალმნიშვნელოვანი).

სნოუკი, ძალისადმი მგრნობიარე უცხო წარმოშობის არსება-ადამიანი, იყო პირველი ორდენის უზენაესი მეთაური და ძალის ბნელ მხარეს დაუფლებული. მიუხედავად ამისა, იგი არ იყო სითი, ვინაიდან სითების ორდენი განადგურდა დართ სიდიუსისა და დართ ვეიდერის აღსასრულთან ერთად. თუმცა, ისევე, როგორც სითები, სნოუკიც აპირებდა ჯედაების სრულ განადგურებას. ამისთვის, მან ბენ სოლო ძალის ბნელ მხარის მიიქცია. სოლო, რომელიც მანამდე ლუკ სკაიუოკერის შეგირდი იყო, ეუფლებოდა ბნელ მხარეს, გახდა რენის რაინდების მეთაური და სნოუკის შეგირდი. სასტიკი რენის დახმარებით სნოუკს იმედი ჰქონდა, რომ იპოვნიდა ლუკს და ჯედაების არსებობას დაასრულებდა.

ცივი ომის უკანასკნელ პერიოდში, როდესაც რენი ლუკზე ნადირობდა, გენერალმა არმიტიჯ ჰაქსმა სნოუკს შეატყობინა, რომ დასრულდა ზეიარაღ ბაზა "სტარკილერის" მშენებლობა და შეიძლებოდა მისი გამოცდა. ამრიგად, სნოუკის ბრძანებით განადგურდა მთელი ჰოსნიური სისტემა, ახალი რესპუბლიკის დედაქალაქი, გალაქტიკური სენატი და ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტის ნაწილი. სანამ რესპუბლიკა დაბნეული იყო, სნოუკმა დაგეგმა დ'ქარზე მდებარე აჯანყებულთა ბაზის განადგურება, თუმცა წინააღმდეგობამ ბაზა "სტარკილერზე" იერიში განახორციელა და გაანადგურა იგი.

ზეიარაღის დაკარგვის მიუხედავად, სნოუკმა მთელ გალაქტიკაში გააგზავნა შეიარაღებული ძალები, რათა მათ მთავარ ვარსკვლავურ სისტემებზე კონტროლი დაემყარებინათ. იგი აგრეთვე ხელმძღვანელობდა წინააღმდეგობის ფლოტის განადგურების ოპერაციას. ფლოტმა განახორციელა დარტყმები წინააღმდეგობის ხომალდებზე და მათ კრეიტის სისტემამდე დევნიდა. რენს სნოუკი უკვე წარუმატებელ შეგირდად თვლიდა, ფიქრობდა რა, რომ იგი, როგორც ვეიდერის მემკვიდრე, არ ვარგოდა. დარწმუნებული იყო რა, რომ ბიჭუნა ვერ ახერხებდა საკუთარ თავთან კონფლიქტის დასრულებას, სნოუკმა მისი და რეის აზრები ერთმანეთს ძალის მეშვეობით დაუკავშირა და გოგონა მახეში შეიტყუა. რეი დარწმუნებული იყო, რომ რენის ნათელ მხარეს დაბრუნებას მიაღწევდა და ასე აღმოჩნდა სნოუკის ხომალდ "სიდიადეზე". უზენაესმა მეთაურმა იგი აწამა და აიძულებდა ბნელ მხარეს გადასვლას, იმედოვნებდა, რომ კაილო გოგონას მოკლავდა, მაგრამ სანაცვლოდ ამისა, რენმა სნოუკი ორად გაკვეთა სკაიუოკერის ხმლით. ამის შემდგომ რენმა უზენაეს მეთაურად საკუთარი თავი გამოაცხადა, ხოლო რეი — სნოუკის მკვლელად.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება, რომანი
  2. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ფილმის ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი მოვლენები მიმდინარეობს ძალის გამოღვიძების შემდეგ, ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მოვლენებიც იმავე წელს მიმდინარეობს.
  3. 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
  4. 4.0 4.1 StarWars-DatabankII უზენაესი მეთაური სნოუკი Databank-ში
  5. ტობერი, კრის (6 დეკემბერი, 2015). ვინ არის ნამდვილი ცუდი ბიჭი ძალის გამოღვიძებაში?. People. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 6, 2015.
  6. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: მხატვრობა
  7. 7.0 7.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  8. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ილუსტრირებული ლექსიკონი
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.