ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

იცით, ამ ფილმში უფრო ახალგაზრდაა და ეს საინტერესოა, იმიტომ, რომ უნდა წარმოიდგინოთ, როგორი იყო 10 წლით უმცროსი, როდესაც 20 წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის იყო. როგორი იყო, სანამ ჩამოყალიბდებოდა? სანამ წარუმატებლობები ექნებოდა? სანამ ეს ცინიკური ქურთუკი ეხურებოდა? რამ მიიყვანა იქ?
―ლორენს კესდენი[15]

სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი არის ანთოლოგიური ფილმი ვარსკვლავური ომების ფილმების სერიიდან. მისი რეჟისორია რონ ჰოვარდი, ხოლო სცენარის ავტორები — ლორენს და ჯონ კესდენები. სოლო გამოვიდა 2018 წლის 25 მაისს.

მოქმედება ამ, რიგით მეორე ანთოლოგიურ ფილმში, მიმდინარეობს ადრეულ პერიოდში, როდესაც მთავარი გმირი, ჰან სოლო უფრო ახალგაზრდა იყო და დაკავებული იყო კონტრაბანდისტის კარიერით. ფილმში აგრეთვე ჩნდებიან ჩუბაკა და ლენდო კალრისიანი.

2018 წლის 10 მაისს ლოს-ანჯელესში გაიმართა ფილმის მსოფლიო პრემიერა. 15 მაისს გაიმართა ჩვენება კანის კინოფესტივალზე. ფილმმა კრიტიკოსებისგან ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო — მათ აღნიშნეს მსახიობთა შესრულება, მუსიკა და ვიზუალური მხარე, თუმცა, ზოგიერთის აზრით, სიუჟეტი სუსტი ჩანდა. ფილმი ნომინირებული იყო აკადემიის 91-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში.

ოფიციალური აღწერა[]

ჩასხედით „ათასწლოვან შავარდენში“ და იმოგზაურეთ შორეულ, შორეულ გალაქტიკაში „სოლოში“, სრულიად ახალ თავგადასავალში გალაქტიკის ყველაზე საყვარელი კონტრაბანდისტის მონაწილეობით. მოგზაურობისას, რომელიც დასაბამს დაუდებს „ვარსკვლავური ომების“ საგის ყველაზე საეჭვო გმირების მომავალს, კრიმინალური სამყაროს სიღრმეებში ბნელი და სახიფათო გაბედული ოინებით, ჰან სოლო გაიცნობს მომავალ თანაშემწე პილოტ ჩუბაკას და ხვდება ცნობილ აზარტულ მოთამაშე ლენდო კალრისიანს.[16]

პროლოგი[]

ᲡᲝᲚᲝ: ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ
უკანონობის დროა.

ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲘᲜᲓᲘᲙᲐᲢᲔᲑᲘ ერთმანეთს ეჯიბრებიან რესურსებისთვის – საკვებისთვის, წამლებისთვის და ᲰᲘᲞᲔᲠᲡᲐᲬᲕᲐᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ.

გემთმშენებელ პლანეტა ᲙᲝᲠᲔᲚᲘᲐᲖᲔ უპატიოსნო ᲚᲔᲓᲘ ᲞᲠᲝᲥᲡᲘᲛᲐ თავშესაფრის და დაცვის სანაცვლოდ  გაქცეულებს აიძულებს, იქცნენ დანაშაულებრივი ცხოვრების ნაწილად.

ამ საზიზღარ ქუჩებში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის, მაგრამ გული ვარსკვლავებში საფრენად მიუწევს....

შინაარსი[]

კორელიიდან გაქცევა[]

Han and Proxima

ჰანი ლედი პროქსიმას წინაშე.

გალაქტიკური იმპერიის დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ კორელიაზე, გემთსაშენ პლანეტაზე, „ნაძირალა“ და ამბიციური პილოტი ჰანი და მისი შეყვარებული კი'რა ცდილობენ ლედი პროქსიმათეთრი ჭიებისგან გაქცევას. წარუმატებელი დავალების შემდეგ ჰანი პროქსიმას მისივე ქვეშევრდომების წინაშე ამცირებს და კი'რასთან ერთად გარბის. მოპარული სპიდერით და კოაქსიუმით ისინი გარბიან კორონეტის კოსმოპორტისკენ.

კოსმოპორტში ისინი ცდილობენ, მოისყიდონ იმპერიული ემიგრირების ოფიცერი ფალთინა შარესტი, სთავაზობენ რა ძვირფას კოაქსიუმს. კი'რა ვერ ასწრებს ტერმინალის გადაკვეთას. მას თეთრი ჭიები იჭერენ. ჰანი რჩება ტერმინალის მეორე მხარეს და გოგონას ჰპირდება, რომ ოდესმე დაბრუნდება მის წასაყვანად.

ვინაიდან აღარ აქვს პლანეტიდან გასაქცევი სხვა საშუალება, ჰანი უახლოვდება იმპერიული გაწვევის ოფიცერ დროუდ მუნბრინს და ცდილობს იმპერიულ ფლოტში ჩაწერას. სწორედ აქ მიიღებს იგი თავის ოფიციალურ გვარს (რომელიც მანამდე არ ჰქონდა) — სოლოს.

განსაცდელი მიმბანზე[]

Mimban Solo

საომარი მოქმედებები მიმბანზე.

სამი წლის შემდეგ ჰანი გარიცხულია იმპერიული მფრინავების აკადემიიდან და მსახურობს კაპრალად, მიმბანზე. მისი 224-ე იმპერიული ჯავშნიანი დივიზია ექცევა ტრანშეაში, საიდანაც ებრძვის მიმბანური გათავისუფლების ჯარს. წვიმიანი და ტალახიანი ამინდის გათვალისწინებით დანაკარგები დიდია. იმპერიული დაპირებებისადმი უნდობლობით სოლოს იმპერიის ერთგულები უკვე მიაჩნია ოკუპანტებად, რის გამოც გადაიმტერებს მასზე რანგით მაღალ, ოფიცერ ლეიტენანტ ბოლანდინს.

მოგვიანებით ჰანი გაიცნობს ტობის ბეკეტს, ველს და არდენელ რიო დიურანტს. ამ დამნაშავეებს, გადაცმულებს იმპერიული ჯარის ოფიცრებად, ჩაფიქრებული აქვთ ძარცვა. სოლო, რომელსაც პლანეტიდან გაქცევა სურს, მათ აშინებს და ჰპირდება, რომ, თუკი მას არ გაიყოლებენ, იგი მათ ვინაობას იმპერიულ ძალებს გადასცემს. თუმცა, ბეკეტი ლეიტენანტ ბოლანდის დაარწმუნებს, რომ სოლო დეზერტირობას ცდილობდა და, სასჯელის სახით, ჰანს აგდებენ ორმოში, რომელშიც იგი უნდა შეერკინოს "მხეცს".

ეს მხეცი აღმოჩნდება ვუკი სახელად ჩუბაკა, რომლის მსგავსი არსებები იმპერიას მონობაში ჰყავს. შირიივუკის მცოდნე სოლო მას დაარწმუნებს, რომ მეგობრულად არის განწყობილი და ისინი, ერთად, ორმოდან ძვრებიან. საბოლოოდ, ისინი უერთდებიან ბეკეტის ბანდას, მათ მიერ გატაცებულ ჯავშანტრანსპორტიორ Y-45-ზე.

ძარცვა ვანდორ-1-ზე[]

Train Heist Vandor

მატარებელზე თავდასხმა.

მას შემდეგ, რაც ჰანი და ჩუბაკა მიმბანიდან გარბიან, ბეკეტი მათ იყვანს საკუთარ გუნდში, რათა მათი დახმარებით თოვლიან ვანდორზე გაძარცვოს ჰიპერსაწვავ კოაქსიუმით დატვირთული 20-T მოდელის მატარებელი. ძარცვის წინა ღამით იგი ბანდას აფრთხილებს ენფის ნესტის და ღრუბელმხედრების შესახებ. კოცონთან რიო დიურანტს ეჭვი შეაქვს სოლოს, როგორც პილოტის, შესაძლებლობებში.

რიო მეორე დღეს ჯავშანტრანსპორტიორ Y-45-ს მართავს, ხოლო ჰანი, ჩუი და ბეკეტი ეშვებიან სატვირთო ვაგონზე და ცდილობენ მის სხვა მატარებლებისგან განცალკევებას. Y-45-ით ისინი აპირებენ ცალკე დარჩენილი ვაგონის გატაცებას. თანმხლებ მცველებთან შეტაკების შემდეგ მათ გეგმებში ერევიან სვუპებიანი ღრუბელმხედრები. აქედან ორი ეშვება Y-45-ზე და სასიკვდილოდ ჭრის დიურანტს. სოლო ახერხებს ხომალდში შეძრომას და მის მართვას. სიკვდილის პირას მყოფი დიურანტი ჰანის წინაშე ნანობს, რომ დასცინოდა მის შესაძლებლობებს და ამბობს, რომ ველი მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ეულად არავინ უნდა კვდებოდეს.

ძარცვისას ველი, რომელიც ახლოს მდებარე ხიდზეა ჩასაფრებული, კლავს რამდენიმე ღრუბელმხედარს. თუმცა, კონვეიექსი სწრაფად უახლოვდება ხიდს და ველი ხვდება, რომ იქაურობის დატოვებას ვერ მოასწრებს, ხოლო ბანდა მისი დახმარების გარეშე კოაქსიუმს ვერ მოიპარავს. რადიოკავშირით იგი ბეკეტს ამცნობს გეგმებში არსებულ ცვლილებებზე და რომ უყვარს იგი, რის შემდეგაც ყუმბარას აფეთქებს. იგი იღუპება და, შესაბამისად, ანადგურებს ხიდსაც.

ხიდის განადგურების გამო კონვეიექსი ეშვება ხეობაში. ჩუბაკას ძალისხმევით, სამიზნე ვაგონი მოხსნილია. თუმცა ღრუბელმხედრები ასწრებენ მასზე კაუჭების მიერთებას და მასაც ხეობაში აგდებენ. ბეკეტისა და ჩუბაკას დაკარგვის შიშით სოლო იძულებულია, გაუშვას ვაგონი, რომელიც ხრამში ფეთქდება.

შეხვედრა დრაიდენ ვოსთან[]

Dryden Beckett

დრაიდენ ვოსისა და ტობიას ბეკეტის საუბარი.

განრისხებული სოლოს გადაწყვეტილებით, ბეკეტი უამბობს ჰანს, რომ მატარებლის ძარცვით მას საშუალება ჰქონდათ, ალისფერი გარიჟრაჟის მეთაურ დრაიდენ ვოსისთვის ვალი გადაეხადა. ველის დაღუპვით დამწუხრებული ტობიასი ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ვოსი განრისხდება და ჰანი და ჩუბაკა მას მიჰყვებიან ვოსის იახტაზე „პირველ ნათებაზე“, კიდევ ერთი დავალების მისაღებად. იქ სოლო მოულოდნელად ხვდება კი'რას, რომელმაც ამ წლების შემდეგ ალისფერი გარიჟრაჟის ლეიტენანტის თანამდებობა დაიკავა.

უკმაყოფილო ვოსს ჰანი და ჩუბაკა თანხმებენ მეორე შანსის მიცემაზე. ჰანი აცხადებს, რომ აპირებს პირდაპირ კესელზე არსებული პაიკების სინდიკატისუნელის მაღაროებიდან დაუმუშავებელი კოაქსიუმის მოპარვას. ეს ნიშნავს, რომ მათ აგრეთვე უნდა გაიარონ სახიფათო კესელის რეისი. მათ სათვალთვალოდ ვოსი კი'რას გააყოლებს.

შეხვედრა ლენდო კალრისიათან[]

Lando Han first

ლენდო იწვევს სოლოს საბაკის სათამაშოდ.

კესელზე ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სწრაფი ხომალდით. ამ მიზნით კი'რას სოლო და სხვები მიჰყავს ფორტ იპსოში მდებარე ლოჯში, სადაც მათ გააცნობს ლენდო კალრისიანს, წარმატებულ კონტრაბანდისტსა და პილოტს. ჰანი მას სთავაზობს საბაკის პარტიას და სანაცვლოდ ითხოვს ლენდოს ხომალდს, როგორც ამბობენ, გალაქტიკაში უსწრაფესს. ლენდო ხელის თაღლითური ოინის მეშვეობით იგებს, მაგრამ, სჭირდებათ რა ხომალდი, სთავაზობენ კესელზე გამგზავრებას და მიღებული გასამრჯელოს წილს.

გზად ხომალდისკენ ისინი ხვდებიან ლენდოს მდედრობითი დაპროგრამების დროიდ L3-37-ს, რომელიც დროიდთა უფლებების დაცვის აქტივისტია. L3-37 ეწინააღმდეგება ლოჯში დროიდთა საბრძოლო ორმოების არსებობას და ეჩხუბება მის მფლობელ რალაკილის. ამ დროს მას ლენდო აჩერებს.

კესელზე[]

Qira Kessel

ლენდო იწვევს სოლოს საბაკის სათამაშოდ.

გუნდი მიემგზავრება ლენდოს „ათასწლოვანი შავარდენით“. პლანეტაზე ავარიული დაშვების შემდეგ კი'რა პაიკებიკაპო კაპო ტოლსაიტს თავს წარუდგენს როგორც მონათმფლობელ ოკსანა ფლორენს. ჰანი და ჩუბაკა, მონებად გადაცმულები, იპარებიან მაღაროში, ხოლო კი'რა, ბეკეტი და L3-37 ამასობაში ტოლსაიტის სააპარატოში მოხვდებიან. კი'რა ტოლსაიტის ყურადღებას ფანტავს, ჰანი და ვუკი იპარავენ კოაქსიუმს, L3-37 კი აჯანყებას იწვევს მონებში, მათ შორის — დროიდებში.

აჯანყებისას ჩუბაკა რამდენიმე მონას ათავისუფლებს, მათ შორის ვუკი საგვას და ტაკს. მადლიერების ნიშნად საგვა ჩუბაკას და სოლოს კოაქსიუმთან ერთად მაღაროებიდან გაქცევაში ეხმარება. გარეთ სოლო და მისი თანმხლებნი, ისევე, როგორც გათავისუფლებული მონები, ებრძვიან პაიკ დარაჯებს. საგვა ჩუბაკას "შავარდენზე" კოაქსიუმის დატვირთვაში ეხმარება. ბრძოლის დროს კი'რა კლავს ტერას-კასის საბრძოლო ხელოვნების ტექნიკით. L3 დაზიანებულია, ხოლო ლენდო დაჭრილია და სოლოსა და მის მეგობრებს ადანაშაულებს მეგობრის დაკარგვაში.

კესელის რეისის გადაკვეთა[]

Falcon Kessel

„ათასწლოვანი შავარდენი“ კესელის რეისზე

"შავარდენზე" ასულები, სოლო და სხვები ცდილობენ პლანეტიდან გაქცევას, მაგრამ ამ დროს ჰიპერსივრციდან ჩნდება იმპერიული ვარსკვლავური ნაღმოსანი. მოპარული კოაქსიუმის დასაბრუნებლად "შავარდენისკენ" მიემართება რამდენიმე TIE და TIE/rb. დაუმუშავებელი კოაქსიუმის ფეთქებადი თვისებების გათვალისწინებით ნათელი ხდება, რომ კესელის დროულად, აფეთქებამდე გადაკვეთა, შეუძლებელია, ვინაიდან ოც პარსეკზე ნაკლებ დროში სტანდარტული გეზის გავლა ჯერ ვერავინ შეძლო. L3-ის სანავიგაციო კომპიუტერის "შავარდენის" სისტემაში ჩატვირთვის შემდეგ ისინი აკადიზური მორევისკენ მიემართებიან, მაუს გროვისკენ.

ჰანის პილოტირების ნიჭით ისინი თავს დააღწევენ იმპერიულ ძალებს, მაგრამ გროვაში მოხვედრილები, შემთხვევით აღვიძებენ ვეებერთელა სამმა-ვერმინოს. მისგან გაქცევის მცდელობისას მოგზაურები აღმოჩნდებიან გრავიტაციულ ჭაში. საზრიანი ჰანი ჭაში აგდებს საევაკუაციო კაფსულას. ვერმინოთი მას მიჰყვება და, კაფსულასთან ერთად შეწოვილი, ჭაში რჩება. "შავარდენი" იქაურობას მას შემდეგ ტოვებს, რაც ბეკეტი მას აძლიერებს კოაქსიუმის წვეთით. სოლოს მხრიდან ასეთი სვლით მანძილს გადიან არა ოც, არამედ თორმეტ პარსეკში (დამრგვალებით).

ღრუბელმხედრებთან დაპირისპირება[]

Enfys 1

ენფის ნესტი და მისი რაზმი.

კესელის რეისიდან თავის დაღწევის შემდეგ მოგზაურები ვოსთან შესახვედრად ჩერდებიან პლანეტა სავარინზე. იმ დროს, როდსაც ისინი ბისის გადამამუშავებელ ქარხანაში კოაქსიუმის ტვირთს ათავსებენ, გუნდს თავს ესხმიან ენფის ნესტი და მისი რაზმი. სოლო ცდილობს, დაარწმუნოს ნესტი, რომ "შავარდენზე" შეიარაღებული მკვლელები ჰყავს, თუმცა ლენდო, L-3-ის დაკარგვით და ხომალდისთვის მიყენებული ზიანით გულგატეხილი, მათ მოულოდნელად ტოვებს.

ამის შემდეგ ენფისი იხსნის ნიღაბს და განმარტავს, რომ ის და მისი ღრუბელმხედრები წარმოადგენენ არა მეკობრეებს, არამედ აჯანყებულებს, რომლებიც ებრძვიან კრიმინალურ ლორდებს და იმპერიის მიერ მეტი ძალაუფლების მოპოვების საშუალებას ეწინააღმდეგებიან. იგი ეუბნება სოლოს, რომ კოაქსიუმი სინამდვილეში აჯანყებულთათვის ესაჭიროება. მოსწონს რა ენფისის ჯგუფის მიზნები, სოლო პოულობს გამოსავალს, რათა ვოსსა და ალისფერ გარიჟრაჟს ხელთ არ ჩაუვარდეთ საწვავი.

შეტაკება სავარინზე[]

Qi ra fight

კი'რა ებრძვის ვოსს.

მოგზაურები ვოსის იახტაზე ადიან "ყალბი კოაქსიუმით". იქ ვოსი მოულოდნელად აცხადებს, რომ კოაქსიუმი ყალბია და ის, რომ ბეკეტისგან შეიტყო სოლოს ჩანაფიქრის შესახებ. ის აგრეთვე სჯის კი'რას, ხვდება რა, რომ სოლო მისი სუსტი წერტილი იყო.

თუმცა, ჰანი აცხადებს, რომ ელოდა ბეკეტის სიცრუეს: კოაქსიუმიანი კონტეინერები ნამდვილია. ამასობაში ალისფერი გარიჟრაჟის ჰილობონი სამართალდამცავები ბისის გადამამუშავებელ ქარხანას უტევენ და იჭერენ ღრუბელმხედრებს. თუმცა, მალევე აღმოჩნდება, რომ კონტეინერები ცარიელია და ეს ღრუბელმხედრები სინამდვილეში გადაცმული სოფლელები არიან, ნამდვილები კი მიმალვიდან ჩნდებიან და ამარცხებენ ვოსის ძალებს.

„პირველ ნათებაზე“ ბეკეტი ჩუბაკას მძევლად იყვანს და კოაქსიუმის კონტეინერებით გარბის. ჰანი და ვოსი ერთმანეთს ესვრიან. ჩხუბში კი'რა ერევა, რომელმაც, თითქოს, სოლოს უნდა დაარტყას, მაგრამ კვლავინდებური გრძნობების გამო, ვოსს ებრძვის და კლავს. შემდეგ იგი ჰანს სთხოვს, დაეხმაროს ღრუბელმხედრებს და ჰპირდება, რომ კვლავ დაუბრუნდება მას. მას შემდეგ, რაც ჰანი ლიფტში შედის, კი'რა ოთახს კეტავს.

გზების გაყრა[]

Han last meeting with Beckett

ჰანის იღბლიანი კამათლები.

ბეკეტსა და ჩუბაკას ჰანი უდაბნოში პოულობს, სანამ ბეკეტი ესვრის, მას ჰანი დაასწრებს და სასიკვდილოდ დაჭრის. სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ტობიას ჰანს გამჭრიახობას უქებს. სოლო და ვუკი კოაქსიუმს ნესტს გადასცემენ, რომელიც უამბობს, რომ იგი აჯანყების მფლობელობაში გადავა. იგი ჰანს სთავაზობს, შეუერთდეს იმპერიის მოწინააღმდეგეთა რიგებს, თუმცა სოლო უარს უამბობს. პასუხად ენფისი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ოდესმე ჰანი აჯანყებულთა შემართებისადმი განწყობილი იქნება უფრო დიდი სიმპათიით. დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად იგი სოლოს გადასცემს კოაქსიუმის ერთ კაფსულას, რომლის ეკვივალენტი ხომალდის შესაძენი თანხის ტოლფასია.

ვოსის იახტაზე კი'რა უკავშირდება დრაიდენის ბატონს, რომელიც აღმოჩნდება მოლი. იგი უამბობს, რომ კოაქსიუმის მოპოვების მისია ჩაიშალა და თავად გარიჟრაჟში იკავებს ვოსის ადგილს, თუმცა მოლს არაფერს ამცნობს სოლოს მონაწილეობის შესახებ, აბრალებს რა ყოველივეს ბეკეტს. მოლი კი'რას უბრძანებს, გადაიყვანოს იახტა დათომირზე და ჰპირდება, რომ მომავალში მასთან უფრო მჭიდროდ მუშაობა მოუწევს. ამრიგად, ათავისუფლებს რა სოლოს ალისფერი გარიჟრაჟის მევალეობისგან, კი'რა იახტით იქაურობას ტოვებს.

საბაკის უკანასკნელი პარტია[]

Han dice

ჰანის იღბლიანი კამათლები.

მალე ჰანი და ჩუბაკას ლენდოს პოულობენ ნუმიდიან-პრაიმზე, სადაც სოლო მას კვლავ სთავაზობს საბაკის პარტიის თამაშს, "შავარდენის" სანაცვლოდ. იგი აღმოაჩენს, რომ ლენდო სხვა ბარათებს მალავს და ისე აკეთებს, რომ საჭირო დრო იგი ვეღარ იღებს სათადარიგო ბარათს. შედეგად მოგებული ხომალდით ჰანი აპირებს, გაემგზავროს ტატუინზე, სადაც, როგორც ბეკეტმა უამბო, ერთ-ერთი დამნაშავე თავს უყრის გუნდს. "შავარდენი" ჰიპერსივრცეში ხტება.

მედია[]

პოსტერების გალერეა[]

მუსიკა[]

შემადგენლობა[]

ტიპით [+/–]

მსახიობები გუნდი

მსახიობები

მითითების გარეშე

მთავარი ტიტრების შემდეგ მცირე მონაკვეთი ეძღვნება ელისონ შერმურს. მითითებულია: ეძღვნება ელისონ შერმურის ხსოვნას[17]

გუნდი

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები ტრანსპორტი იარაღი და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

არსებები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

  • გალაქტიკა
    • კარიდა (მხოლოდ ხსენება)
      • კარიდას აკადემია (მხოლოდ ხსენება)
    • ცენტრალური სამყაროები
    • ექსპანსიის რეგიონი
      • სირკარპუსის სექტორი (პირველი გამოჩენა)
        • სირკარპუსის სისტემა (პირველი გამოჩენა)
          • მიმბანი (პირველი გამოჩენა)
            • საბრძოლო მოქმედებების სადავო ზონა (პირველი გამოჩენა)
              • მოწინავე ბანაკი (პირველი გამოჩენა)
            • სამხრეთული ჭანჭრობები (პირველი ხსენება)
    • მოწყალების კუნძული (პირველი ხსენება)
    • შუა რგოლის ტერიტორიები
      • ნათელი ალმასის სექტორი
        • ნუმიდიანის სისტემა (პირველი გამოჩენა)
          • ნუმიდიან-პრაიმი (პირველი გამოჩენა)
            • ჯუნგლების ავანპოსტი (პირველი გამოჩენა)
      • გლი-ანსელმი (მხოლოდ ხსენება)
      • კაშიიიკი (მხოლოდ ხსენება)
      • სლუს სექტორი (პირველი გამოჩენა)
        • ვანდორი (პირველი გამოჩენა)
          • კორუბალნის უღელტეხილი (პირველი გამოჩენა)
          • ფორტი იპსო (პირველი გამოჩენა)
            • ლოჯი (პირველი გამოჩენა)
            • ტიბს ოსპის საჯარიმო სადგომი (პირველი გამოჩენა)
          • ირიდიუმის მთები (პირველი გამოჩენა)
            • რედოვალავას მთა (პირველი გამოჩენა)
            • ვასტადონის მთა (პირველი გამოჩენა)
          • სპინაკერის ბილიკი (პირველი გამოჩენა)
    • ოსეონის სარტყელი (პირველი ხსენება)
      • უცნობი სუბტროპიკული მთვარე (პირველი ხსენება)
    • გარე რგოლის ტერიტორიები
      • არდენია (პირველი ხსენება)
      • „შავი შპილი“ (მხოლოდ ხსენება)
      • დათომირი (მხოლოდ ხსენება)
      • ფელუცია (მხოლოდ ხსენება)
      • კესელის სექტორი
      • სავარინის სექტორი
        • სავარინის სისტემა (პირველი გამოჩენა)
          • სავარინი (პირველი გამოჩენა)
            • ზურმუხტის ზღვა (პირველი გამოჩენა)
            • პნაკოტიკის სანაპირო (პირველი გამოჩენა)
      • სკარიფი (მხოლოდ ხსენება)
      • სი'კლაატას გროვა (მხოლოდ ხსენება)
      • ვარსკვლავქვაბულის ნისლეული (პირველი ხსენება)
      • ტატუინი (მხოლოდ ხსენება)
    • სითების უცნობი ტაძარი (პირველი ხსენება) (ქვაზე)

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღი და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 StarWars რონ ჰოვარდი გახდება ჰან სოლოს შესახებ უსათაურო ფილმის რეჟისორი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 StarWars კრისტოფერ მილერი და ფილ ლორდი გაუძღვებიან ანთოლოგიურ ფილმს ჰან სოლოს შესახებ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 StarWars მაიკლ კენეთ უილიამსი უერთდება ფილმს ახალგაზრდა ჰან სოლოს შესახებ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 'სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი': ფილ ლორდი და კრის მილერი საუბრობენ თავიანთი წვლილის შესახებ, რესურსი: variety.com, წყარო: Variety (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი June 10, 2020)
  5. StarWars ოლდენ ერენრაიქი ჰან სოლოა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  6. StarWars ვუდი ჰარელსონი უერთდება ფილმს ახალგაზრდა ჰან სოლოს შესახებ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  7. StarWars ემილია კლარკი უერთდება დამოუკიდებელ ფილმს ჰან სოლოს შესახებ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  8. StarWars დონალდ გლოვერი ახალგაზრდა ლენდო კალრისიანის როლში ჰან სოლოს შესახებ მომავალ ცალკეულ ფილმში StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  9. 9.0 9.1 9.2 StarWars ჰან სოლო - კონტრაბანდისტი, არამზადა. გმირი. იწყება ვარსკვლავური ომების ახალი ამბავი. StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  10. 10.0 10.1 StarWars სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი — ოფიციალური ტრეილერი და პოსტერი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  11. 11.0 11.1 SWYTlogo ცნობილია ჰან სოლოს შესახებ ფილმის კომპოზიტორი, ახალი ვარსკვლავური ომები: წიგნები უკანასკნელ ჯედაიზე და SDCC! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  12. 2018 წლის ოფიციალური პროგრამა, რესურსი: festiva;-cannes.com, საიტზე www.festival-cannes.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი June 12, 2020)
  13. ფილმის სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი ოღროჩოღრო გზა დიდი ეკრანისკენ, რესურსი: variety.com, წყარო: Variety (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი June 13, 2020)
  14. სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური ცნობარი უთითებს, რომ ფილმში მოვლენები იწყება გალაქტიკური იმპერიის დაარსებამდე ცხრა წლით ადრე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ იმპერია დაარსდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე, რაც ნიშნავს, რომ სოლოს მოვლენათა განვითარების დროა 10 იბ. ვინაიდან პროლოგში მოვლენები სამი წლით ადრე იწყება, ეს ნიშნავს, რომ მათი განვითარების დროა 13 იბ.
  15. ვარსკვლავური ომების სცენარისტი ლორენს კესდენი საუბრობს 'ვარსკვლავური ომების' წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ავტორი: როტენბერგი, ჯოშ, წყარო: Los Angeles Times (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი June 17, 2020)
  16. StarWars სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი, ოფიციალური მიმოხილვა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  17. 17.00 17.01 17.02 17.03 17.04 17.05 17.06 17.07 17.08 17.09 17.10 17.11 17.12 17.13 17.14 17.15 17.16 17.17 17.18 17.19 17.20 17.21 17.22 17.23 17.24 17.25 17.26 17.27 17.28 17.29 17.30 17.31 17.32 17.33 17.34 17.35 17.36 17.37 17.38 17.39 17.40 17.41 17.42 17.43 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი, ტიტრები
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 TwitterLogo დი ტეილსი (@deetails) Twitter-ზე: „ჰო, რეჯინირ ტიდი მე ვარ. გელან იისი დილუ მია არის. აურომე ისელო არის დერეკ არნოლდი. ეიდენ კუკი არის მილები, ანუ ორი მილი. სილვასუ ფაი არის სტეფანი სილვა. ფადერა რაბარი არის ბარბარა ფედენი. უორიკის (უიზელი) და ერინის (ენფისი) გარდა ყველა როლს ასრულებენ დუბლიორები და ქალები“ (ეკრანის ანაბეჭდი)
  19. TwitterLogo ჯონ კესდენი (@JonKasdan) Twitter-ზე: „გმადლობ, კევინ. მე დიდი მოყვარული ვარ და უნდა შემეყვანა ისინი, მერე კი, სამართლიანობისთვის, თავად მეთამაშა (ტობი ჰეფერმანთან ერთად)“ (არქივის ბმული)
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 IMDb favicon სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი Internet Movie Database-ში
  21. Instagram-Logo ლ'ეინ ფრიფოლი - Instagram: ლ'ეინ ფრიფოლი - ნელეი ფრაიფა (26 May, 2018): "ლ'ეინ ფრიფოლი - ნელეი ფრაიფა. თითქმის 😁 ოფიციალურად ასეა და როგორც ვიცი, იგი ვარსკვლავურ ომებში პირველი ტატუ-მხატვარია. მადლობა, სამყარო. სინამდვილეში, აქამდე შოკირებული ვარ." (ეკრანის ანაბეჭდი)
  22. ოპერატორი ბრედფორდ იანგი საუბრობს "მოულოდნელ" და "დრამატულ" ფილმზე ახალგაზრდა ჰან სოლოს შესახებ, რესურსი: collider.com, წყარო: collider.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 7, 2020)
Advertisement