სტენ ლი (ნამდვილი სახელი და გვარი — სტენლი მარტინ ლიბერი, 28 დეკემბერი, 1922 — 12 ნოემბერი, 2018, ნიუ იორკი, აშშ) იყო ამერიკელი მწერალი, რომელმაც სხვა ავტორებთან ერთად შექმნა Marvel Comics-ის მრავალი პერსონაჟი — ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები, თორი და სხვა დადებითი თუ უარყოფითი გმირები.
ლის წვლილი ვარსკვლავური ომების კომიქსების ისტორიაში მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვანი. მას არ სურდა, რომ გამოეცათ ვარსკვლავური ომების ფილმის ადაპტაცია, დარწმუნებული იყო რა, რომ ეს მორიგი სამეცნიერო ფანტასტიკის წარმომადგენელი იქნებოდა. თუმცა მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ფილმში მონაწილეობდა ალეკ გინესი. როი ტომასმა იგი დაითანხმა და ამან, საბოლოო ჯამში, Marvel Comics გაკოტრებისგან იხსნა.
გარე ბმულები[]
- ვარსკვლავური ომები: კომიქსი, რომელმაც Marvel გადაარჩინა! StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)