![]() | ![]() |
- „ფელი არსებული იმპერიელი პილოტებიდან საუკეთესო.“
- ―ტაიქო სელჩუ
სუნტირ ფელი იყო გალაქტიკის ვარსკვლავური გამანადგურებლების პილოტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო, იმპერიელი გმირი. კორელიაზე, ფერმერების ოჯახში დაბადებულმა სუნტირმა პილოტირების უნარები დახვეწა ადგილობრივ ველებზე, ჩაირიცხა კარიდას აკადემიაში და ვარსკვლავური გამანადგურებელ TIE-ს პილოტად მსახურობდა. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ფელის კარიერაზე გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა მოვლენამ უარყოფითად იმოქმედა და იგი გადავიდა 181-ე იმპერიული გამანადგურებლების ფრთაში, რომელიც ააღორძინა და მიიღო იმპერიის ბარონის წოდება. ფელი იმ პერიოდში ითვლებოდა ყველაზე სახიფათო პილოტად. მან იქორწინა მსახიობ ვინსა სტარფლერთან, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, იყო აჯანყებულ ას უეჯ ანტილესის დედა.
როდესაც იმპერიული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ისან აისარდმა ფელი და მისი ხალხი პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო გააგზავნა მისიით ბრენტაალ IV-ზე, ფელი დაიჭირეს. იგი, დაღლილი პალპატინის დაღუპვის შემდგომ გამეფებული კორუფციით, გადავიდა ახალი რესპუბლიკის მხარე. უეჯთან ერთად იგი მსახურობდა განდგომილების ესკადრილიის, რიგებში და იყო ახალი რესპუბლიკის ერთგული. მოგვიანებით იგი აისარდის ტყვეობაში მოხვდა. ისანმა იგი გააგზავნა გრანდ-ადმირალ თრონის ბაზაზე, ნიროანზე, სადაც თრონმა ფელს უჩვენა, თუ რა საფრთხეები ემუქრებოდა გალაქტიკას უცნობი რეგიონებიდან. ფელი გადავიდა მის ხელის იმპერიაში და ებრძოდა სხვადასხვა სარდალს თუ პოტენციურ დამპყრობელს, რომელთა შესახებ გალაქტიკურმა ცივილიზაციამ ჯერ არაფერი იცოდა.
ფელმა ოჯახი შექმნა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჩანდა. გალაქტიკაში მისმა სახელმა გაიჟღერა, როდესაც გავრცელდა დაუდასტურებელი ხმები თრონის დაბრუნებაზე. როდესაც დაიწყო იუუზან-ვონგური ომი, ფელის ვაჟი, ჯეგედი და ხელის იმპერიის ძალები ახალი რესპუბლიკის დასახმარებლად გაემგზავრნენ. ომის დროს ხელის იმპერია დაიშალა, ფელი კი შეუერთდა ჩისების დომინაციას და მიიღო ჩისების ექსპანსიური თავდაცვის ფლოტის უფროსი ოფიცრის წოდება. ბნელი ბუდის კრიზისის დროს ჯეგედის გათავისუფლების წარუმატებელმა მცდელობამ ფელები გააკოტრა და სახელი გაუტეხა, თუმცა ჯეგედმა აღადგინა ოჯახის ღირსება. შემდგომში იგი სათავეში ჩაუდგა იმპერიულ ნარჩენს, რომელიც აღორძინდა მისი და მისი შთამომავლების, იმპერატორების ძალისხმევით.
გამოჩენები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 X-ფრთებიანები: განდგომილების ესკადრილია 25
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ვარსკვლავური ომები: X-ფრთებიანები: განდგომილების ესკადრილია: იმპერიის სამსახურში
- ↑ 3.0 3.1 პერსონაჟების ახალი ძირითადი ცნობარი
- ↑ წითელი ცა, ლურჯი ცეცხლი
- ↑ გადარჩენილის მოგზაურობა
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: ბნელი ტალღა II: ნანგრევი
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: მოგზაურობა წყვდიადში
- ↑ 8.0 8.1 8.2 ჯედაების ახალი ორდენი: ძალის ერეტიკოსი II: დევნილი
- ↑ 9.0 9.1 ვარსკვლავური ომები: X-ფრთებიანები: განდგომილების ესკადრილია: ოჯახური ურთიერთობები
- ↑ მომავლის ხედვა
- ↑ X-ფრთებიანები: სოლოს მეთაურობა
- ↑ გალაქტიკური ცნობარი 3: იმპერიის საპასუხო შეტევა, მეორე გამოცემა
- ↑ ვარსკვლავური ომები: X-ფრთებიანები: განდგომილების ესკადრილია: იძულებითი გადადგომა
- ↑ ვარსკვლავური ომები: X-ფრთებიანები: განდგომილების ესკადრილია: ფარსი
- ↑ X-ფრთებიანები: განდგომილების ესკადრილია