ტასკენი მოთარეშეების ტომი ტატუინის დიუნების ზღვაში ცხოვრობდა ჰან სოლოს გადარჩენის შემდგომ პერიოდში. ჰატ კრიმინალურ ლორდ ჯაბა დესილიჯიკ ტიურეს ჯილდოზე მონადირე, ბობა ფეტი, რომელიც კარკუნის დიდ ორმოში, სარლაკის ხახაში ჩავარდა, გაიქცა და ტომის პატიმრობაში აღმოჩნდა.[1] საბოლოოდ, ფეტი ტომმა გადაარჩინა და საკუთარი ადათ-წესები ასწვავლა, ისევე, როგორც მან მათ გააცნო ტექნოლოგია — მაგალითად, სპიდერები, რათა დამპყრობლებთან ებრძოლათ.[2] ტომს ჰყავდა წინამძღოლი და, სხვა ტომებისგან განსხვავებით, ისინი ატარებდნენ შავი ფერის სამოსებს.[1]
მოგვიანებით, სანამ ფეტი პაიკებთან მოსალაპარაკებლად იყო წასული, ტომის ყველა წევრი დახოცეს პაიკების სინდიკატის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ეს კინტანი მაწანწალების ბანდამ ჩაიდინა.
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 1: უცხო უცხო მხარეში" (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 2: ტატუინის ტომები" (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 3: მოს-ესპას ქუჩები" (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 4: ქარიშხლის დასაწყისი" (მხოლოდ ირიბი ხსენება) (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 7: ღირსების სახელით" (მხოლოდ ხსენება)