ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ეს სტატია კანონში არსებულ არაკანონიკურ საკითხს აღწერს.

სტატიაში აღწერილი საკითხი ეხება ხედვებში შემავალ მასალას, რომელიც Lucasfilm-ის მიერ ითვლება სხვა სახით წარმოდგენილი გალაქტიკის ალტერნატიული ისტორიის ნაწილად.

ტაძინ კროსერი იყო მამაკაცი, ჯედაების ორდენის წევრი ოსტატი ჯედაი. საკუთარი ნაამბობების თანახმად, მას მეტი პლანეტა უნახავს, ვიდრე რომელიმე სხვა ჯედაის. პადავან, დან გ'ვაშისთან ერთად იგი ორდენის დავალებით ზვერავდა გარე რგოლის ტერიტორიების სექტორებს. ერთ-ერთი ასეთი მისიისას მან იგრძნო ღელვა ძალაში და პადავანთან ერთად მას მიაკვლია თითქმის იზოლირებულ პლანეტა ჰაბოზე.

ჰაბოზე კროსერმა და გ'ვაშმა შეიტყვეს ადგილობრივ იდუმალ უხუცესზე. პადავანი გაემართა დასაზვერად, კროსერი კი ამასობაში ყველაფერს იაზრებდა და ფიქრობდა, რომ უხუცესს ჰქონდა კავშირი სითებთან, ჯედაების უძველეს მტრებთან. გ'ვაში დაუკავშირდა კროსერს და ამცნო, რომ უხუცესს შეხვდა და, მასწავლებლის გაფრთხილებების მიუხედავად, მტერს შეებრძოლა. კროსერი გაიქცა მის საძიებლად და ასევე ჩაერთო ბრძოლაში, გადაარჩინა რა დაჭრილი შეგირდი. დაღუპვამდე უხუცესმა საკუთარი ხომალდი ააფეთქა და კროსერმა და მისმა შეგირდმა მის შესახებ ვერაფერი შეიტყვეს.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement