ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

"სიდიუსი გატყუებს — ისევე, როგორც ერთ დროს მე მატყუებდა."
"მაშინ, უნდა იცოდე, რომ ბნელი ლორდის მოტყუება უგუნურობაა."
"არა, გრაფო — საბოლოო დამარცხებაა საკუთარი თავის ღალატი."
―დედა ტელზინის და გრაფ დუკუს საუბარი[წყარო]

ტელზინი იყო მდედრობითი სქესის დათომირელი, რომელიც ცხოვრობდა გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში და კლონთა ომების დროს იქცა ერთ-ერთ სახიფათო ფიგურად. მცხოვრები პლანეტა დათომირზე, ტელზინი იყო შამანი და ატარებდა ღამის დებიკლანის დედის წოდებას. ჯადოქრობასთან დიდი გამოცდილების მქონე ზაბრაკი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მას ხშირად სტუმრობდა სითების ბნელი ლორდი დართ სიდიუსი, უზიარებდა ბნელ მხარესთან დაკავშირებულ გამოცდილებას და საკუთარ ცოდნას. ამასთან, მან გაიტაცა ტელზინის ძე, მოლი და საკუთარ შეგირდად აიყვანა. ერთი წლის შემდეგ, ნაბუს ბრძოლისას მოლი სასიკვდილოდ დაიჭრა, თუმცა ბნელ ძალასთან კავშირმა გადაარჩინა. მართალია, ტელზინმა იცოდა შვილის გადარჩენის შესახებ, თავად მისი პოვნა ვერ შეძლო და დათომირიდან კვლავ გეგმავდა სიდიუსის დამარცხებას, საბოლოო მიზნად კი ჰქონდა გალაქტიკის მასშტაბით გაბატონება.

ათი წლის თავზე დაიწყო რესპუბლიკის და დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის ომი, რომელსაც კლონთა ომები ეწოდა. ტელზინი ამ პერიოდში ცხნობილი გახდა იმით, რომ მისი დავალებით და ნებართვით ღამის დები მოქმედებდნენ როგორც დაქირავებული მკვლელები. კლონთა ომების მძვინვარებისას ტელზინმა დაიწყო დაპირისპირება გრაფ დუკუსთან, კონფედერაციის წინამძღოლთან და სიდიუსის ახლა შეგირდთან. დუკუმ უღალატა ასაჟ ვენტრესს, სითად ქცეულ ყოფილ ღამის დას. განრისხებული ვენტრესი დაბრუნდა დათომირზე და, შურისძიებით აღსავსემ, დახმარებისთვის ტელზინს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთობლივ მცდელობები, მოეკლათ დუკუ, წარუმატებლად დასრულდა, სითი ლორდის გასანადგურებლად ტელზინის გეგმები უფრო მასშტაბური იყო: მან დუკუს გადასცა ახალი შეგირდი, ღამის ძმა სავაჟ ოპრესი, რომელიც ასევე ტელზინის ერთ-ერთი შვილი იყო. ოპრესი მოლის ბიოლოგიური ძმაც იყო და, ტელზინის ჯადოქრობის ზემოქმედებით, დედის ერთგული გახდა. საბოლოოდ, ვენტრესმა თუ ოპრესმა ვერ შეძლეს დუკუს მოკვლა, ამიტომ იძულებით დაბრუნდნენ ტელზინთან. დედამ ოპრესს დაავალა მოლის გარე რგოლის ტერიტორიებში პოვნა, ხოლო ვენტრესი ღამის დების რიგებში კვლავ მიიღო. მოგვიანებით პლანეტა დროიდების ჯარებმა დაიპყრეს და თითქმის ყველა ღამის და ამოხოცეს კონფედერაციის გენერალმა გრივუსმა და მისმა ძალებმა — გადარჩნენ მხოლოდ ვენტრესი და ტელზინი. დასუსტებული ჯადოქარი გადასარჩენად გადავიდა სულების სამყაროში. ამ სისხლიანი შეტაკებების შემდეგ ოპრესი დათომირზე დაბრუნდა, შეშლილ და დასახიჩრებულ მოლთან ერთად. დარჩენილი ძალის მეშვეობით ტელზინმა აღადგინა მოლი და მისი გონება.

ასეთი რიტუალის შემდეგ ტელზინი იძულებული გახდა, ფიზიკური სხეულიც სულების სამყაროსთვის გადაეცა, მაგრამ მოლმა შეჰფიცა, რომ შურს იძიებდა ყველაზე და, პირველ რიგში, დუკუსა და სიდიუსზე. მან და ოპრესმა ჩამოაყალიბეს ჩრდილების კოლექტივი, რომელიც დართ სიდიუსმა იპოვა და გაანადგურა. მოლი მან დაიჭირა, ხოლო ოპრესი მოკლა, რითაც ტელზინის მორიგი მცდელობა, გაენადგურებინა სითები, წარუმატებლად დასრულდა. ამასობაში ალქაჯმა სცადა ბარდოტელი დაგოიანი ოსტატების ძალის ენერგიით თავის აღდგენა. ფრანგოულის კულტის მეშვეობით (რომლის წარმომადგენლები მას დიდ დედას უწოდებდნენ), მან გაიტაცა ოსტატების დიდი ნაწილი. ყოველივე ჩაიშალა, როდესაც ჩაერივნენ ოსტატი ჯედაი მეის უინდუ და უმცროსი წარმომადგენელი ჯა ჯა ბინკსი — ტელზინის ქვეშევრდომები ამ დროს ცდილობდნენ დედოფალ ჯულიას გატაცებას. ტელზინი კვლავ სულებს შორის დარჩა, მაგრამ მიეცა შურისძიების კიდევ ერთი საშუალება, როდესაც მოლი გათავისუფლდა ტყვეობიდან და დედასთან ერთად კვლავ განიზრახა დუკუს მოკვლა. გრაფი მან წარმატებით დაიჭირა და გადაიყვანა დათომირზე, სადაც დედა დაეუფლა დუკუს სხეულს და ლამის მოკლა სითი. ასეთი წამების შედეგად ალქაჯმა ფიზიკურ სამყაროში დასაბრუნებლად საკმარისი ძალა მიიღო, მაგრამ ამ დროს პლანეტაზე გამოჩნდნენ გრივუსი და თვით დართ სიდიუსი. მიუხედავად შეტაკების დროს ტელზინის დროებით დაბრუნებისა, დუკუს მოკვლის მცდელობა კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა. მოლი დედის დავალებით დაიმალა, ხოლო დათომირი ტელზინის განადგურებასთან ერთად საბოლოოდ დაეცა.

გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement