ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ტემინ „სნეპ“ უექსლი იყო მამაკაცი, რომელიც იმპერიის და ახალი რესპუბლიკის ეპოქებში ცხოვრობდა. ყმაწვილობისას იგი მშობლებს დააშორეს, მას შემდეგ, რაც მამა, ბრენტინი იმპერიამ წაიყვანა, ხოლო დედა, ნოდრა, შეუერთდა აჯანყებულთა ალიანსს. ტემინი დამოუკიდებელი საქმოსანი გახდა და დაკავებული იყო სხვადასხვა ნაწილის გაყიდვით. მან აგრეთვე განაახლა სერია B1-ის საბრძოლო დროიდი, რომელსაც მისტერ ძვლები შეარქვა და თანაშემწედ აქცია. ენდორის ბრძოლის შემდეგ მოზარდმა ტემინმა იპოვა დედა და მასთან ერთად მონაწილეობდა პლანეტა აკივაზე მიმდინარე საიდუმლო იმპერიული შეხვედრის ჩაშლაში.

აკივაზე მომხდარი აჯანყების შემდეგ ტემინი დედასთან, ძვლებთან, ჯილდოზე მონადირე ჯეს ემარისთან, ყოფილ იმპერიელ ლოიალურობის ოფიცერ სინჯირ რათ ველუსთან და ახალი რესპუბლიკის ჯარისკაც ჯომ ბარელთან ერთად იმპერიის დამხობის შემდეგ დარჩენილებს ეძებდა და ანადგურებდა. იგი აგრეთვე დაუმეგობრდა კაპიტან უეჯ ანტილესს და ვარსკვლავური გამანადგურებლის პილოტის ხელოვნებას ეუფლებოდა. მოგვიანებით, დედის რაზმთან ერთად, აჯანყებულთა მეთაურ ჰან სოლოს გადასარჩენად გაეშურა. კაშიიიკზე მისიისას ნორამ და მისმა შვილმა აღმოაჩინეს ბრენტინი. თუმცა, ოჯახის გაერთიანებას წინ აღუდგა ის, რომ ბრენტინი ამასობაში იმპერიის ერთგულ მკვლელად იქცა.

შანდრილაზე თავდასხმის შემდგომ ტემინი ნორასთან და სხვებთან ერთად ეძებდა გრანდ-ადმირალ რეი სლოუნს, რომელიც, მათი აზრით, ახალი რესპუბლიკის მეთაურებზე თავდასხმის მოწყობის სულისჩამდგმელი იყო. მოგვიანებით ტემინი ჯაკუს ბრძოლაში მონაწილეობდა, შემდგომში კი ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტიპილოტი გახდა. იგი აიყვანეს წინააღმდეგობაში, სადაც ვარსკვლავურ საბრძოლო ხომალდების კორპუსის შავი ესკადრილიის წევრი გახდა. შემდგომში ტემინს მიენიჭა კაპიტანის წოდება. იგი ლურჯ ესკადრილიაში გადავიდა, მონაწილეობდა ტაკოდანას და ბაზა „სტარკილერზე“ განხორციელებულ დარტყმებში. იგი დაიღუპა ექსეგოლის ბრძოლისას.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 შედეგები
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  3. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება მოვლენათა განვითარების დროა ერთი წელი ძალის გამოღვიძებიდან. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ძალის გამოღვიძების მოვლენათა განვითარების დროა 34 იბშ, რაც ნიშნავს, რომ სკაიუოკერის გამოღვიძების მოვლენათა განვითარების დროა 35 იბშ.
  4. 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  6. StarWars-DatabankII სნეპ უექსლი Databank-ში (არქივის ბმული)
  7. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: პირისპირ
  8. პო დემერონი 25
  9. 9.0 9.1 მოდგმა
  10. 10.0 10.1 შედეგები: იმპერიის აღსასრული
  11. პო დემერონი 1
  12. წინააღმდეგობის აღორძინება
  13. შედეგები: ცხოვრების ვალი
Advertisement